დიმიტრი სამხარაძე: 4 ოქტომბერს „სანაცეთის“ ორივე ფლანგს ვასრულებთ, „სააკაშვილოვიჩებს" ქუჩაში და „ნეონაცებს" არჩევნების შედეგებით! 4 ოქტომბერს საქართველო გაიწმინდება ჭუჭყისგან, რომელსაც „ნაცი“ ჰქვია!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 28 სექტემბერი 2025, 13:09

ერთი კვირა დარჩა არჩევნებამდე! 4 ოქტომბერს "სანაცეთის" ორივე ფლანგს ვასრულებთ! სააკაშვილოვიჩებს ქუჩაში და ნეონაცებს არჩევნების შედეგებით! - წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, საქართველო გაიწმინდება აგენტურისგან, ეკლესიის მტრებისგან და ომში ქვეყნის ჩართვის მსურველებისგან. სამხარაძის ინფორმაციით, მობილიზებულია მმართველი პარტიის ყველა საოლქო ორგანიზაცია, შესაბამისად, არჩევნების დღეს მხარამჭერებიც მაქსიმალურად იქნებიან მობილიზებულები.

„ერთი კვირა დარჩა არჩევნებამდე! 4 ოქტომბერს „სანაცეთის“ ორივე ფლანგს ვასრულებთ! სააკაშვილოვიჩებს ქუჩაში და ნეონაცებს არჩევნების შედეგებით! 4 ოქტომბერს საქართველო გაიწმინდება უცხოეთიდან გადმოსროლილი ჰომოსექსუალი აგენტურისგან, ეკლესიის მტრებისგან, ჩვენი ქვეყნის ომში ჩამრთველთა შპინგალეტებისგან. ჭუჭყისგან, რომელსაც ნაცი ჰქვია!

მობილიზებულია „ქართული ოცნების" ყველა საოლქო ორგანიზაცია და 4 ოქტომბერს მხარდამჭერების მაქსიმალურ მობილიზებას მოახდენენ!
საქართველო ჩვენ ვართ!

დიდება უფალს, გაუმარჯოს დამოუკიდებელ, სუვერენულ საქართველოს“, - წერს დიმიტრი სამხარაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის
დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება
ირაკლი ლატარია: აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს. „კასრების“ კადრები ყველა ქალაქში დიდ მონიტორებზე უნდა ტრიალებდეს
გიორგი გამსახურდია: „აკაცუკების“ გადმოსახედიდან თურმე მარტო ერთი ძალიან ვიწრო პოლიტიკური ჯგუფისთვის უნდა იყოს მისაღები სახალხო დამცველი, მაგალითად, როგორც ლომჯარია და ცალ ფეხზე მდგომი ბურჯანაძე - შეშფოთებას იწვევს თურმე, როდესაც ლევან იოსელიანი თეთრზე შავს არ იძახის
დავით ქართველიშვილი: ევრობიუროკრატიამ „დემოკრატიული ღირებულებები“ ზეწოლის კლასიკურ ინსტრუმენტად აქცია: თუ ასრულებ მათ პოლიტიკურ მითითებებს, ნებისმიერ კანონს მოიწონებენ, ხოლო თუ დამოუკიდებლობას იჩენ, დასავლური ინსტრუქციების გადმოღებასაც კი სასიკვდილო ცოდვად გამოგიცხადებენ
არქივი