მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტზე: მესანთლეს აგინეს ნარმანიამ და მისმა "პადელნიკებმა". ფრთხილად უნდა ვიყოთ - ხვალ რას იზამენ ხომ ხვდებით?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 03 ოქტომბერი 2025, 23:49
ექსპერტი დავით ჩიხელიძე მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს ეხმიანება და ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ეკლესიის მსახურს აგინეს, რა დროსაც “ბიჭები გამოესარჩლნენ და წავიდა ჩხუბი”.

ექსპერტი ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.  

“ყველაფერი გაირკვა გველის წიწილი ნაცების ჩხუბზე! 

მესანთლეს აგინეს ნარმანიამ და მისმა "პადელნიკებმა"... 
ბიჭები გამოესარჩლნენ და წავიდა ჩხუბი
ფრთხილად უნდა ვიყოთ - ეკლესიის მსახურ ქალს აგინეს მკვდარი და ცოცხალი და ხვალ რას იზამენ ხო ხვდებით?”- წერს დავით ჩიხელიძე. 

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. სამართალდამცველების ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და ტაძრის მსახურ პირებს შორის, წარმოიქმნა მცირე კონფლიქტი. ტაძრის მსახურებს გამოესარჩლნენ იქვე მყოფი მოქალაქეები, რის შემდგომაც სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: ევროკავშირის წარმომადგენლობამ თავის ღონისძიებაზე მაინცდამაინც „გამოუვალი მდგომარეობა“ რომ მიიწვია, ეს ხომ უბრალო მუსიკალური არჩევანი არ არის? როცა ხედავ, რომ შენი ადგილობრივი პოლიტიკური ფავორიტების საქმე წასულია, ალბათ მუსიკასაც შესაბამისს ირჩევ - მართლაც რომ გამოუვალ მდგომარეობაში არიან
ვატო შაქარიშვილი: სიმბოლურია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობამ საკუთარ დღეობაზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა” მიიწვია, რადგან მათი მდგომარეობა, ნამდვილად გამოუვალია
შარმანაშვილი ჟორჟოლიანის განცხადებაზე: იურიდიულ ენაზე ეს ნიშნავს, პროკურორებო, მოსამართლეებო, არ დაიჯეროთ, რომ ესენი დანაშაულს გულწრფელად აღიარებენ და დაფიქრდით, სანამ საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას მიიღებთ - მამაშვილობის საოცარი ნიმუშები ვნახეთ, დადგა დრო თანამებრძოლების კეთილდღეობაზე ფიქრის ნიმუშების წარმოჩენისა
ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის
დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება
არქივი