მიხეილ სააკაშვილი - ახლა წუწუნის კი არა, ორგანიზების დროა, „ვარდების რევოლუციას“ რამდენიმე კვირა დაჭირდა, აჭარის რევოლუციას - 6 თვე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 05 ოქტომბერი 2025, 14:39

ახლა წუწუნის კი არა, ორგანიზების დროა. „ვარდების რევოლუციას“ რამდენიმე კვირა დაჭირდა, აჭარის რევოლუციას - ექვსი თვე - იმედია, „ლელო” დარწმუნდა, რომ ე. წ. „არჩევნებით” ამათ ვერაფერს გამოგლეჯ და დაბრუნდება საერთო ბრძოლაში,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, გუშინ დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, „ქოცებმა” გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი ვერ დაიწერეს 20 პროცენტზე მეტი“.

„ახლა წუწუნის კი არა, ორგანიზების დროა. „ვარდების რევოლუციას“ რამდენიმე კვირა დაჭირდა, აჭარის რევოლუციას - ექვსი თვე. „ქოცებმა” გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი ვერ დაიწერეს 20 პროცენტზე მეტი. ეს იმაზე ნაკლებია, ვიდრე შევარდნაძემ მიიღო 2003 წელს.

იმედია, „ლელო” დარწმუნდა, რომ ე. წ. „არჩევნებით” ამათ ვერაფერს გამოგლეჯ და დაბრუნდება საერთო ბრძოლაში.

ყველაფრის მიუხედავად ასი ათასობით გულანთებული პატრიოტი გამოვიდა ქვეყნის დასაბრუნებლად, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა „ჯენზის“ ეკუთვნის, რომელიც გაიყვანს ქვეყანას სამშვიდობოს. სწორედ ეგენი მიიყვანენ ბრძოლას სიმართლის საბოლოოდ გამარჯვებამ“,- წერს სააკაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: ევროკავშირის წარმომადგენლობამ თავის ღონისძიებაზე მაინცდამაინც „გამოუვალი მდგომარეობა“ რომ მიიწვია, ეს ხომ უბრალო მუსიკალური არჩევანი არ არის? როცა ხედავ, რომ შენი ადგილობრივი პოლიტიკური ფავორიტების საქმე წასულია, ალბათ მუსიკასაც შესაბამისს ირჩევ - მართლაც რომ გამოუვალ მდგომარეობაში არიან
ვატო შაქარიშვილი: სიმბოლურია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობამ საკუთარ დღეობაზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა” მიიწვია, რადგან მათი მდგომარეობა, ნამდვილად გამოუვალია
შარმანაშვილი ჟორჟოლიანის განცხადებაზე: იურიდიულ ენაზე ეს ნიშნავს, პროკურორებო, მოსამართლეებო, არ დაიჯეროთ, რომ ესენი დანაშაულს გულწრფელად აღიარებენ და დაფიქრდით, სანამ საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას მიიღებთ - მამაშვილობის საოცარი ნიმუშები ვნახეთ, დადგა დრო თანამებრძოლების კეთილდღეობაზე ფიქრის ნიმუშების წარმოჩენისა
ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის
დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება
არქივი