„ნაცმოძრაობაზე“: ისინი არ არიან პოლიტიკოსები, ისინი არიან დამნაშავეები. მათი მხარდამჭერებიც არ უნდა გაექცნენ პასუხისმგებლობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 08 ოქტომბერი 2025, 19:20

თავის დროზე ფაშისტურ გერმანიაში აიკრძალა პარტია, რომელმაც დიდი უბედურება მოუტანა გერმანია. აიკრძალა იმის გამო, რომ საზოგადოებას, ხალხს, გერმანელებს სჭირდებოდათ ეს იმისთვის, რომ ახალი გერმანია აეშენებინათ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი და ის დამნაშავე რეჟიმი, რომელსაც სათავეში უდგას „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს აკრძალული იმის გამო, რაც მათ ჩაიდინეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. დაწყებული ადამიანის უფლებების დარღვევიდან, დამთავრებული 2008 წლის ომიდან და შემდეგ იგივე გაგრძელებიდან, როდესაც სტრატეგიული ობიექტები მიართვეს ხონჩით რუსეთის ფედერაციას, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან ნიკოლეიშვილმა, „ნაცმოძრაობის“ აკრძალვასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

მისი თქმით, როგორც 4 ოქტომბერს გაწირეს რიგითი ადამიანები, ასეთივე პოლიტიკა ჰქონდა ხელისუფელბაში ყოფნის პერიოდში „ნაციონალურ მოძრაობას“.

„ისინი არ არიან პოლიტიკოსები, ისინი არიან დამნაშავეები. მათი მხარდამჭერებიც არ უნდა გაექცნენ პასუხისმგებლობას. ასე არ არის, რომ „ჩვენ მაშინ პატარები ვიყავით, არ გვახსოვს რა ხდებოდა“. მერე, რომ გაიგე, მერე როგორი რეაქცია გქონდა?! ან ვინც პატარა არ არის და ძალიან კარგად იცის, რაც ხდებოდა მაშინდელ საქართველოში იწონებს ამას? - ჩვენ ვნახეთ, რომ იწონებს. ხომ ვუყურებთ, როგორი გულდაწყვეტილია ზოგიერთი მათგანი როცა იძახის, რომ 4 ოქტომბრის გადატრიალება ვერ შედგა თურმე იმიტომ, რომ ვიღაცამ ვერ გააკეთა ყველაფერი ისე, როგორც მათ ჰქონდათ ჩანაფიქრში. თურმე რაღაც ისე არ წავიდა. არავინ არ იძახის იმას, რომ ეს რა სისულელე გავაკეთეთ. ლიდერებს, რომ თავი დავანებოთ, იმ ადამიანებზეც არავინ არ გამოხატავს ელემენტარულ თანაგრძნობას, რომ რა უქნეს რიგით მათ „ჯარისკაცებს“ რომლებიც გაწირეს ციხისთვის და გაწირეს სხვა კიდევ დიდი უბედურებისთვის. მე რიგით ადამიანებს ვიძახი, რომელიც მიუშვეს - „მიდით თქვენ“. ეს ლიდერები სად იყვნენ ეს მეორე საკითხია, მაგრამ რისთვის მიუშვეს ეს ხალხი, რატომ გაწირეს“, - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის
დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება
ირაკლი ლატარია: აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს. „კასრების“ კადრები ყველა ქალაქში დიდ მონიტორებზე უნდა ტრიალებდეს
გიორგი გამსახურდია: „აკაცუკების“ გადმოსახედიდან თურმე მარტო ერთი ძალიან ვიწრო პოლიტიკური ჯგუფისთვის უნდა იყოს მისაღები სახალხო დამცველი, მაგალითად, როგორც ლომჯარია და ცალ ფეხზე მდგომი ბურჯანაძე - შეშფოთებას იწვევს თურმე, როდესაც ლევან იოსელიანი თეთრზე შავს არ იძახის
დავით ქართველიშვილი: ევრობიუროკრატიამ „დემოკრატიული ღირებულებები“ ზეწოლის კლასიკურ ინსტრუმენტად აქცია: თუ ასრულებ მათ პოლიტიკურ მითითებებს, ნებისმიერ კანონს მოიწონებენ, ხოლო თუ დამოუკიდებლობას იჩენ, დასავლური ინსტრუქციების გადმოღებასაც კი სასიკვდილო ცოდვად გამოგიცხადებენ
არქივი