ზურაბ ქადაგიძე: EPP, ბალტიისპირელი თუ სხვა, უცხოელი ოდიოზური პოლიტიკოსები ღიად უჭერდნენ მხარს 4 ოქტომბრის „მშვიდობიან დამხობას“, რითაც პირდაპირ აცხადებენ, რომ საქართველოში ექსტრემიზმს ახალისებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 09 ოქტომბერი 2025, 18:16

„EPP, ბალტიისპირელი, პოლონელი თუ უკრაინელი პოლიტიკოსები რადიკალური „ნაციონალური მოძრაობის“, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის კურატორები იყვნენ და უცბად აღმოაჩინეს, რომ მათ აღარავინ არაფერს არ ეკითხება. ამ ეტაპზე კი ისინი, თავიანთ ჩრდილოვან დამკვეთებთან ერთად, აღარც მალავენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ექსტრემიზმის წახალისებით არიან დაკავებულები“, - განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ.

მისი თქმით, EPP, ბალტიისპირელი თუ სხვა ოდიოზური პოლიტიკოსები ღიად უჭერდნენ მხარს 4 ოქტომბრის „მშვიდობიან დამხობას“, რითაც პირდაპირ აცხადებენ, რომ საქართველოში ექსტრემიზმს ახალისებენ.

„როცა 4 ოქტომბრის ტერორისტული აქტი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, პირდაპირ ეთერშივე ვხედავდით ამ ბალტიისპირელი პოლიტიკოსების განცხადებებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ „მშვიდობიან დამხობას“, თუმცა, გარდა იმისა, რომ ეს სიტყვათა შეთანხმება ოქსიმორონია, ყველამ კარგად დავინახეთ, რომ არავითარი მშვიდობიანი პროცესები იქ არ მიმდინარეობდა.

ზოგადად, 4 ოქტომბერს საქართველოში მესამედ იყო მცდელობა ინტერვენციის გზით მომხდარიყო ის უბედურება, რაც ერთხელ 1991 წელს დაატეხეს თავს საქართველოს, ხოლო მეორედ - 2003 წელს. აქამდე ასე ღიად და პირდაპირ ეს პროცესი არსად შეგვხვედრია. რაც მთავარია, ამას ლაიტმოტივად მისდევდა EPP-სა და სხვა, ოდიოზური უცხოელი პოლიტიკოსების მხარდაჭერა,“ - აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის
დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება
ირაკლი ლატარია: აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს. „კასრების“ კადრები ყველა ქალაქში დიდ მონიტორებზე უნდა ტრიალებდეს
გიორგი გამსახურდია: „აკაცუკების“ გადმოსახედიდან თურმე მარტო ერთი ძალიან ვიწრო პოლიტიკური ჯგუფისთვის უნდა იყოს მისაღები სახალხო დამცველი, მაგალითად, როგორც ლომჯარია და ცალ ფეხზე მდგომი ბურჯანაძე - შეშფოთებას იწვევს თურმე, როდესაც ლევან იოსელიანი თეთრზე შავს არ იძახის
დავით ქართველიშვილი: ევრობიუროკრატიამ „დემოკრატიული ღირებულებები“ ზეწოლის კლასიკურ ინსტრუმენტად აქცია: თუ ასრულებ მათ პოლიტიკურ მითითებებს, ნებისმიერ კანონს მოიწონებენ, ხოლო თუ დამოუკიდებლობას იჩენ, დასავლური ინსტრუქციების გადმოღებასაც კი სასიკვდილო ცოდვად გამოგიცხადებენ
არქივი