ზურაბ ქადაგიძე: ვიქტორ ყიფიანის პოლიტიკაში მოსვლა, ცხადია, ოპოზიციას და მის პატრონებს ვერანაირ ბენეფიტს ვერ მისცემს, მაგრამ მთელი საქართველო გაიგებს მისი ქურდობის შესახებ. რაც პატრონი, ის ყმა და მონაო - „დიფ სთეითზე“ და ყიფიანზეა ნათქვამი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 13 ოქტომბერი 2025, 13:35

„დიფ სთეითი“ ხელწერას არ იცვლის და საკუთარ აგენტებს აქტიურად ექაჩება ქართულ პოლიტიკაში. პრინციპში, მოსალოდნელიც იყო, რომ გაცამტვერებული და გავერანებული ოპოზიციის შემდეგ მათ პატრონებს აქვთ სურვილი, ველი გადაახალისონ. ამ გამოუვალ მდგომარეობაში, როგორც მოსალოდნელი იყო, ვიქტორ ყიფიანი გამოაგორეს, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ვიქტორ ყიფიანმა, რომელიც "სტაჟიანი აგენტი, თუმცა ქარაქუცა და იშვიათი ნაძირალაა", პატრონების დავალებით, სცადა ბიძინა ივანიშვილისთვის ფული მოეპარა, რაც მალევე გაუგეს და მოუწია მოპარულის დაბრუნება. ქადაგიძის ინფორმაციით, ყიფიანმა შემდეგ დოკუმენტსაც ხელი მოაწერა, სადაც აღიარებს როგორც ქურდობის, ასევე თანხის დაბრუნების ფაქტს.

„მიუხედავად იმისა, რომ მარტივია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად გაშიფრულია, მიუხედავად იმისა, რომ არავის აქვს ნდობა და არავის სჯერა, მიუხედავად იმისა, რომ გაცვეთილი სცენარია, „დიფ სთეითი“ ხელწერას არ იცვლის და საკუთარ აგენტებს აქტიურად ექაჩება ქართულ პოლიტიკაში.
პრინციპში, მოსალოდნელიც იყო, რომ გაცამტვერებული და გავერანებული ოპოზიციის შემდეგ მათ პატრონებს აქვთ სურვილი, ველი გადაახალისონ.

ამ გამოუვალ მდგომარეობაში, როგორც მოსალოდნელი იყო, ვიქტორ ყიფიანი გამოაგორეს.
სტაჟიანი აგენტი, დავალებების ზედმიწევნით ზუსტად შემსრულებელი, თუმცა სრულიად ქარაქუცა და იშვიათი ნაძირალა, გაქნილი თაღლითი.

ყიფიანის პოლიტიკაში მოსვლა, ცხადია ვერც ოპოზიციას და ვერც მის პატრონებს ვერანაირ ბენეფიტს ვერ მისცემს, მაგრამ ერთი კი ვიცი - მთელი საქართველო გაიგებს მისი ქურდობის შესახებ, ამჯერად დეტალებში.

შეგახსენებთ, რომ პატრონების დავალებით მან ბიძინა ივანიშვილისთვის ფულის მოპარვა სცადა, რაც მალევე გაუგეს და ყიფიანმაც მუხლმოდრეკილმა ითხოვა, დაჭერას გადამარჩინეთ და თანხას კაპიკ-კაპიკ დავაბრუნებო.

ასეც მოიქცა - ყველაფერი უკან მიიტანა.

შემდეგ დოკუმენტსაც ხელი მოაწერა, სადაც აღიარებს როგორც ქურდობის, ასევე თანხის დაბრუნების ფაქტს.

რაც პატრონი, ის ყმა და მონაო - დიფ სთეითზე და ყიფიანზეა ნათქვამი“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: ევროკავშირის წარმომადგენლობამ თავის ღონისძიებაზე მაინცდამაინც „გამოუვალი მდგომარეობა“ რომ მიიწვია, ეს ხომ უბრალო მუსიკალური არჩევანი არ არის? როცა ხედავ, რომ შენი ადგილობრივი პოლიტიკური ფავორიტების საქმე წასულია, ალბათ მუსიკასაც შესაბამისს ირჩევ - მართლაც რომ გამოუვალ მდგომარეობაში არიან
ვატო შაქარიშვილი: სიმბოლურია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობამ საკუთარ დღეობაზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა” მიიწვია, რადგან მათი მდგომარეობა, ნამდვილად გამოუვალია
შარმანაშვილი ჟორჟოლიანის განცხადებაზე: იურიდიულ ენაზე ეს ნიშნავს, პროკურორებო, მოსამართლეებო, არ დაიჯეროთ, რომ ესენი დანაშაულს გულწრფელად აღიარებენ და დაფიქრდით, სანამ საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას მიიღებთ - მამაშვილობის საოცარი ნიმუშები ვნახეთ, დადგა დრო თანამებრძოლების კეთილდღეობაზე ფიქრის ნიმუშების წარმოჩენისა
ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის
დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება
არქივი