მოდით დავუსვათ კითხვა გახარიას და მის წარმომადგენლებს - როდიდან გახდა ეს პარლამენტი მათთვის და მათი პატრონებისთვის ლეგიტიმური?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 21 ოქტომბერი 2025, 17:55
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი გიორგი გახარიას პარტიის გადაწყვეტილებას მედიასთან ეხმიანება.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ გახარიას პარტიას პარლამენტი არც არასდროს დაუტოვებია, ისინი უბრალოდ ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ.

„თუ პარლამენტში ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ, არ გამოდიოდნენ და მიზეზად ასახელებდნენ, რომ არალეგიტიმურია პარლამენტი, ახლა რომელი რიცხვიდან გახდა ლეგიტიმური?“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა და განმარტა, რომ გახარიას პარტიის გადაწყვეტილება, ბოიკოტის რეჟიმის დასრულებასთან დაკავშირებით, მათი პარტიის რეიტინგის დავარდნას უკავშირდება.

„პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ გახარია რეალურად არც შესულა და არც გამოსულა არსად, ის და მისი პარტია იყვნენ პარლამენტში, თუმცა ბოიკოტის რეჟიმში და ამბობდნენ, რომ პარლამენტი ლეგიტიმური არ იყო. მოდით დავუსვათ კითხვა გახარიას  და მის წარმომადგენლებს - როდიდან გახდა ეს პარლამენტი მათთვის და მათი პატრონებისთვის ლეგიტიმური? 
ანუ თუ პარლამენტში ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ, არ გამოდიოდნენ და მიზეზად ასახელებდნენ, რომ არალეგიტიმურია პარლამენტი, ახლა რომელი რიცხვიდან გახდა ლეგიტიმური? ამ შემთხვევაში ეს არაფერ შუაშია, ზოგადად, კარგად ვიცით, რომ მისი პარტიის რეიტინგი დავიდა თითქმის ნულამდე, მისივე არასწორი და არათანმიმდევრული ნაბიჯების გამო.  თვითონ გაიქცა გერმანიაში და შემდეგ იქ ყოფნის მიზეზად თქვა, რომ რაღაც მოლაპარაკებებზეა რამდენიმე თვეა უკვე. საინტერესოა რა მოლაპარაკებებშია ამ რამდენიმე თვის განმავლობაში - რაიმე საერთაშორისო პრობლემებს წყვეტს და მსოფლიო გამოწვევებს ებრძვის თუ რა? ორი თუ სამი თვეა წასულია და საინტერესოა ეს საკითხი. ამ დიდი მოლაპარაკებების პარალელურად, მან ნახა, რომ პარტიის რეიტინგი ნულამდეა დასული და იფიქრა, იქნებ პარლამენტში  შესვლამ უშველოს. ეს არის იმ გადაწყვეტილების ახსნა, რაც მიიღო გახარიამ,“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: ევროკავშირის წარმომადგენლობამ თავის ღონისძიებაზე მაინცდამაინც „გამოუვალი მდგომარეობა“ რომ მიიწვია, ეს ხომ უბრალო მუსიკალური არჩევანი არ არის? როცა ხედავ, რომ შენი ადგილობრივი პოლიტიკური ფავორიტების საქმე წასულია, ალბათ მუსიკასაც შესაბამისს ირჩევ - მართლაც რომ გამოუვალ მდგომარეობაში არიან
ვატო შაქარიშვილი: სიმბოლურია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობამ საკუთარ დღეობაზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა” მიიწვია, რადგან მათი მდგომარეობა, ნამდვილად გამოუვალია
შარმანაშვილი ჟორჟოლიანის განცხადებაზე: იურიდიულ ენაზე ეს ნიშნავს, პროკურორებო, მოსამართლეებო, არ დაიჯეროთ, რომ ესენი დანაშაულს გულწრფელად აღიარებენ და დაფიქრდით, სანამ საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას მიიღებთ - მამაშვილობის საოცარი ნიმუშები ვნახეთ, დადგა დრო თანამებრძოლების კეთილდღეობაზე ფიქრის ნიმუშების წარმოჩენისა
ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის
დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება
არქივი