ნანუკა ჟორჟოლიანს ნინო წილოსანთან დაკავშირებით იმ ჯგუფის ორგანიზატორი პასუხობს, ვინც ბავშვის სამკურნალოდ თანხა შეაგროვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 25 ოქტომბერი 2025, 13:03

ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ ვიდეოში ნახსენები ბავშვის მშობელი, მარიამ შამათავა „ქართული ოცნების“ დეპუტატს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ნინო წილოსანს დახმარებისთვის მადლობას უხდის და მისი და მისი ოჯახის სახელით პატივისცემას გამოხატავს. 

„მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნინო წილოსანს ჩემი შვილის გვერდში დგომისთვის. უდიდესი პატივისცემა ჩემი და ჩემი ოჯახიდან მას“- წერს მარიამ შამათავა. 

მანამდე ნანუკა ჟორჟოლიანს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ნინო წილოსანთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შესახებ იმ ჯგუფის ორგანიზატორმა უპასუხა, ვინც ბავშვის სამკურნალოდ თანხა შეაგროვა. 

ლუი ორაგველიძე, ამბობს, რომ ნინო წილოსანისთვის კონკრეტულად ამ ბავშვის დასახმარებლად თხოვნით არ მიუმართავთ და აქვე, განმარტა, რომ დეპუტატს მათთვის არაერთი სიკეთე აქვს გაკეთებული.

ლუი ორაგველიძე პოსტშივე აღნიშნავს, რომ ნინო წილოსანმა პირადად მათ სამ საქველმოქმედო საღამოზე სოლიდური თანხა დარიცხა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: ევროკავშირის წარმომადგენლობამ თავის ღონისძიებაზე მაინცდამაინც „გამოუვალი მდგომარეობა“ რომ მიიწვია, ეს ხომ უბრალო მუსიკალური არჩევანი არ არის? როცა ხედავ, რომ შენი ადგილობრივი პოლიტიკური ფავორიტების საქმე წასულია, ალბათ მუსიკასაც შესაბამისს ირჩევ - მართლაც რომ გამოუვალ მდგომარეობაში არიან
ვატო შაქარიშვილი: სიმბოლურია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობამ საკუთარ დღეობაზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა” მიიწვია, რადგან მათი მდგომარეობა, ნამდვილად გამოუვალია
შარმანაშვილი ჟორჟოლიანის განცხადებაზე: იურიდიულ ენაზე ეს ნიშნავს, პროკურორებო, მოსამართლეებო, არ დაიჯეროთ, რომ ესენი დანაშაულს გულწრფელად აღიარებენ და დაფიქრდით, სანამ საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას მიიღებთ - მამაშვილობის საოცარი ნიმუშები ვნახეთ, დადგა დრო თანამებრძოლების კეთილდღეობაზე ფიქრის ნიმუშების წარმოჩენისა
ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის
დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება
არქივი