დიმიტრი სამხარაძე: 1 ცალი დოროთე, 10 პარტიის და 3 ნაცური ტელევიზიის სტაფი, „ენჯეოების“ 90%, ნაყიდი და გაკომპრილი აკაცუკები, ამას დამატებული უბრალო გამვლელი და მაინც სულ 2 000 კაცი! 3-კვირიანი მობილიზების შემდეგ მეტი ვერ დაფიქსირდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 26 ოქტომბერი 2025, 22:37

სულ 2 000 კაცი! 3-კვირიანი მობილიზების შემდეგ, მეტი ვერ დაფიქსირდნენ, - წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, რომელიც ოპოზიციის მიერ დაგეგმილ 26 ოქტომბრის აქციას ეხმიანება.

ის „ნაცურ არხებს” რჩევასაც აძლევს, რომ მომიტინგეები მხოლოდ ფეხებით გადაიღონ, რადგან „ერთი-ორად მაინც გამოჩნდება“.

„1 ცალი დოროთე, 10 პარტიის და 3 ნაცური ტელევიზიის სტაფი, „ენჯეოების“ 90%, ნაყიდი და გაკომპრილი აკაცუკები, მთელი ქვეყნიდან! ასევე, თუ კი სადმე ჰომოსექსუალი ჰყავდათ, უცხოეთში თუ საქართველოში, ყველა დაამობილიზეს! ამას დამატებული, რუსთაველზე პირადი საქმეზე უბრალო გამვლელი და მაინც სულ 2000 კაცი! 3-კვირიანი მობილიზების შემდეგ, მეტი ვერ დაფიქსირდნენ. ნაცურ არხებს ერთ რჩევას მივცემდი წაწოლილი კადრებითაც ვეღარ ზრდით რაოდენობას, ცალი ფეხით რომ გყავთ მიშვერილი ევროპისკენ, იმათ მეორე ფეხი დაადგმევინეთ და მომიტინგეები მხოლოდ ფეხებით გადაიღეთ! ერთი-ორად მაინც გამოჩნდება!“ - წერს სამხარაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: ევროკავშირის წარმომადგენლობამ თავის ღონისძიებაზე მაინცდამაინც „გამოუვალი მდგომარეობა“ რომ მიიწვია, ეს ხომ უბრალო მუსიკალური არჩევანი არ არის? როცა ხედავ, რომ შენი ადგილობრივი პოლიტიკური ფავორიტების საქმე წასულია, ალბათ მუსიკასაც შესაბამისს ირჩევ - მართლაც რომ გამოუვალ მდგომარეობაში არიან
ვატო შაქარიშვილი: სიმბოლურია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობამ საკუთარ დღეობაზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა” მიიწვია, რადგან მათი მდგომარეობა, ნამდვილად გამოუვალია
შარმანაშვილი ჟორჟოლიანის განცხადებაზე: იურიდიულ ენაზე ეს ნიშნავს, პროკურორებო, მოსამართლეებო, არ დაიჯეროთ, რომ ესენი დანაშაულს გულწრფელად აღიარებენ და დაფიქრდით, სანამ საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას მიიღებთ - მამაშვილობის საოცარი ნიმუშები ვნახეთ, დადგა დრო თანამებრძოლების კეთილდღეობაზე ფიქრის ნიმუშების წარმოჩენისა
ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის
დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება
არქივი