„ტვ პირველს“: მთელმა ქვეყანამ პირდაპირ ეთერში იხილა ყველაფერი, ეგ პროპაგანდა გულს თუ მოგფხანთ თქვენ, სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეები აგებენ პასუხს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 10 დეკემბერი 2025, 13:56

2 თვე რევოლუციას აანონსებდნენ, 4 ოქტომბერს, აქციაზე მისულებმა გამოაცხადეს - მამაკაცური ძალა დავიძრათ და პრეზიდენტის სასახლე ავიღოთო. მივიდნენ, ღობე გადაანგრიეს და ეზოში შეიჭრნენ - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ჩიხელიძე “ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს და აღნიშნავს, რომ “რევოლუცია ვერ შედგა და ახლა "ტვ პირველი" საქმეს "სასახლის ღობის" სახელით მოიხსენიებს. “

ჩიხელიძის შეფასებით, მთელმა ქვეყანამ პირდაპირ ეთერში იხილა ყველაფერი. მისივე თქმით, სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილე ყველა კრიმინალი უმკაცრესად აგებს პასუხს.

„2 თვე რევოლუციას აანონსებდნენ, 4 ოქტომბერს, აქციაზე მისულებმა გამოაცხადეს - მამაკაცური ძალა დავიძრათ და პრეზიდენტის სასახლე ავიღოთო. მივიდნენ, ღობე გადაანგიეს და ეზოში შეიჭრნენ. რევოლუცია ვერ შედგა და ახლა "ტვ პირველი" საქმეს "სასახლის ღობის" სახელით მოიხსენიებს. მთელმა ქვეყანამ პირდაპირ ეთერში იხილა ყველაფერი, ეგ პროპაგანდა ისევ გულს თუ მოგფხანთ თქვენ, თორემ კარგად ვიცით ყველამ, რომ სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილე ყველა კრიმინალი უმკაცრესად აგებს პასუხს. - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის
დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება
ირაკლი ლატარია: აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს. „კასრების“ კადრები ყველა ქალაქში დიდ მონიტორებზე უნდა ტრიალებდეს
გიორგი გამსახურდია: „აკაცუკების“ გადმოსახედიდან თურმე მარტო ერთი ძალიან ვიწრო პოლიტიკური ჯგუფისთვის უნდა იყოს მისაღები სახალხო დამცველი, მაგალითად, როგორც ლომჯარია და ცალ ფეხზე მდგომი ბურჯანაძე - შეშფოთებას იწვევს თურმე, როდესაც ლევან იოსელიანი თეთრზე შავს არ იძახის
დავით ქართველიშვილი: ევრობიუროკრატიამ „დემოკრატიული ღირებულებები“ ზეწოლის კლასიკურ ინსტრუმენტად აქცია: თუ ასრულებ მათ პოლიტიკურ მითითებებს, ნებისმიერ კანონს მოიწონებენ, ხოლო თუ დამოუკიდებლობას იჩენ, დასავლური ინსტრუქციების გადმოღებასაც კი სასიკვდილო ცოდვად გამოგიცხადებენ
არქივი