ნიკა ობოლაძე: არსებობს ორი ბოლომდე - ერთი, როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ ბოლომდე გავალთ და ივანიშვილს მოვაშორებთ, მე ეს მეჩვენება თითქმის შეუძლებლად და არსებობს მეორე ბოლომდე, სადაც ივანიშვილი ამბობს, რომ ის ბოლომდე გავა და გაგვანადგურებს ჩვენ ყველას - ივანიშვილი უფრო ახლოს არის მიზანთან, ვიდრე ჩვენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 11 დეკემბერი 2025, 00:09
არჩევნებს აზრი არ აქვსო - ეს დავამტკიცეთ, რევოლუციას აზრი არ აქვსო - ეს დავამტკიცეთ და მერე მოვიგონეთ მესამე გზა - მუდმივი პროცესი, რეჟიმის დემონტაჟი და ქუჩის გადაკეტვა. ერთი წელი იძახდნენ, რომ ქუჩა თუ გადაიკეტება, შეიძლება 445-ე დღეს ჩამოიშალოს რეჟიმი. ქუჩა აღარ იკეტება, მაგრამ, რატომღაც პოლიტიკური პარტიების ლიდერები ქუჩას რატომ არ კეტავენ, გაუგებარია, თუ ეს არის გზა,  -  ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ნიკა ობოლაძემ, ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის განადგურება თითქმის შეუძლებლად ეჩვენება, ოპოზიციის განადგურება კი შედარებით მარტივია და შესაბამისად, ობოლაძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილი ახლოს არის მიზანთან.

"საბოლოო ჯამში, თუ ჩვენ გვჯერა, რომ ახლა სიტუაცია ისეთია, ჩვენი ბოლომდე გავა ბოლოში და არა ივანიშვილის ბოლომდე, მაშინ არ უნდა დავუშვათ, რომ რამე შევცვალოთ და უნდა ვთქვათ, რომ კარგად მივდივართ. მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ახლა როგორც მივდივართ და რასაც ვაკეთებთ, არის კარგი. ახლა ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რამის კეთება- არ ვიცი ამას რა ჰქვია, ფაქტია, რომ არჩევნებზე არ მივდივართ, რევოლუციას არ ვაწყობთ, ქუჩას არ ვკეტავთ, მაგრამ კარგად მივდივართ და მალე ივანიშვილი არ იქნება - მე ამის არ მჯერა, თუ ამის გვჯერა, უნდა გავაგრძელოთ ამ ყველაფრის კეთება. თუ არავის არ გვჯერა, მაშინ რაღაც რეალობა უნდა ვაღიაროთ და რაღაც უნდა ვცადოთ.
არსებობს ორი ბოლომდე. ერთი არის, როდესაც ჩვენ გავჯიუტდით და ვთქვით, რომ ბოლომდე გავალთ და ივანიშვილს მოვაშორებთ, მე ეს მეჩვენება ძალიან რთულად და თითქმის შეუძლებლად. არსებობს მეორე ბოლომდე, სადაც ივანიშვილი ამბობს, რომ ის ბოლომდე გავა და გაგვანადგურებს ჩვენ ყველას. ივანიშვილი უფრო ახლოს არის მიზანთან, ვიდრე ჩვენ, ოღონდ, ივანიშვილს ამის გაკეთება, ასევე ძვირი დაუჯდება და მისთვის ეს არის რისკი." - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას საზოგადოებისთვის არ აქვს სათქმელი, რომ "გრძელვადიან დემონტაჟს" აკეთებს.

"შეიძლება ივანიშვილი იგებს დროს, შეიძლება ჩვენ ვიგებთ დროს, რომ საბოლოოდ არ გავნადგურდეთ 2028-მდე და 2028-შიც მაინც ვცადოთ რამე". დღეს მე ვხედავ, რომ არ გვაქვს სათქმელი, რომ ხალხო რევოლუცია მოვაწყოთ, არ გვაქვს სათქმელი, რომ გრძელვადიან დემონტაჟს ვაკეთებთ, დღეს არ გვაქვს სათქმელი, რომ არჩევნები როცა იქნება მაშინ დავამარცხებთ, ამასაც ვერ ვამბობთ" - განაცხადა ობოლაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: როგორც გია ბარამიძის აფხაზეთის თავგადასავალების საპნის ბუშტი და მითი გასკდა, ზუსტად ასე გასკდა მიშა მშვილდაძის ვითომ რუსეთთან მებრძოლის მითი, ისევე როგორც ცოტა ხანში ვიხილავთ სხვა ვითომ "ანტირუსების" მითების და ბუშტების გასკდომის სერიას
დავით ქართველიშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამშობლოს ღალატის მუხლი ზუსტად 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გააუქმა სისხლის სამართლის კოდექსიდან. იმდენად შეაშინა თავიანთ რიგებში ღალატის გრადუსმა - ამ მუხლს თუნდაც თეორიულად, რომელი მათგანი გადაურჩებოდა. მოვიდა ეს ხელისუფლება, არა უშეცდომო, მაგრამ გულწრფელი თუნდაც საკუთარი შეცდომების აღიარებაში - და აღადგინა სამშობლოს ღალატის მუხლი
გია აბაშიძე: მარადმწვანე, მენტალურად გოიმი ნანული ჟორჟოლიანი პრემიერ-მინისტრ კობახიძის გასამართლებას ითხოვს; შხამიან არსებას ჰგონია, რომ ოდესმე მისი ექს-მეუღლის, ნაცჯალათ ერეკლე კოდუას ხანა დადგება საქართველოში
თამარ ჩიბურდანიძე:აგვისტოს ომი ქართველი ერის თვითგადაფასების აქტად იქცა და სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით უნდა ჩამოყალიბდეს ისტორიული ნარატივი, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდობისთვის სასწავლო სახელმძღვანელოებით
ჯაბა ხუბუა: ბარამიძე დატყვევებული ადამიანების დახვრეტაზე როცა ლაპარაკობს, ეს, გამიზნულ მავნებლობასთან ერთად, მისი ქვეცნობიერის ამოძახილია - საკუთარი ხელწერის სხვისთვის მიკუთვნების აქტი
არქივი