რამდენჯერაც დაასხეს საქართველოში ცეცხლზე ნავთი, მათ შორის პერსონალური ვიზიტებით და მიტინგებზე ერთი მუჭა რადიკალების ღია მხარდაჭერით, იმდენჯერ ჩაუქრათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 15 დეკემბერი 2025, 13:18

ისევ სრულიად რეალობას აცდენილი „მსჯელობები" გვესმის ბალტიელებისგან. ეს გახლავთ სხვა არაფერი თუ არა ცეცხლზე ნავთის დასხმის მორიგი მცდელობა. რამდენჯერაც დაასხეს აქ ცეცხლზე ნავთი, მათ შორის პერსონალური ვიზიტებით და მიტინგებზე ერთი მუჭა რადიკალების (ქართველ ხალხად რომ მიაჩნიათ) ღია მხარდაჭერით, იმდენჯერ ჩაუქრათ, - ასე ეხმიანება, ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ „საქართველოში დემოკრატიულ ინსტიტუტებს სანდოობა რომ დაუბრუნდეთ, საჭიროა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება“.

„ამას მაინც უნდა აეხილა მათთვის თვალი და გაეხსნა გონი, და ქართველი ხალხის ნება თუნდაც ეუთო/ოდირის დასკვნაში ამოეკითხათ. თუმცა, არა, აწვებიან "პირველ ჩვენებას." საქართველოს ხელისუფლებაც მიაწვება არჩევნების შედეგებს, რომლის გაყალბებაც ჯერ ვერავინ დაამტკიცა“, - წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: ევროკავშირის წარმომადგენლობამ თავის ღონისძიებაზე მაინცდამაინც „გამოუვალი მდგომარეობა“ რომ მიიწვია, ეს ხომ უბრალო მუსიკალური არჩევანი არ არის? როცა ხედავ, რომ შენი ადგილობრივი პოლიტიკური ფავორიტების საქმე წასულია, ალბათ მუსიკასაც შესაბამისს ირჩევ - მართლაც რომ გამოუვალ მდგომარეობაში არიან
ვატო შაქარიშვილი: სიმბოლურია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობამ საკუთარ დღეობაზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა” მიიწვია, რადგან მათი მდგომარეობა, ნამდვილად გამოუვალია
შარმანაშვილი ჟორჟოლიანის განცხადებაზე: იურიდიულ ენაზე ეს ნიშნავს, პროკურორებო, მოსამართლეებო, არ დაიჯეროთ, რომ ესენი დანაშაულს გულწრფელად აღიარებენ და დაფიქრდით, სანამ საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას მიიღებთ - მამაშვილობის საოცარი ნიმუშები ვნახეთ, დადგა დრო თანამებრძოლების კეთილდღეობაზე ფიქრის ნიმუშების წარმოჩენისა
ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის
დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება
არქივი