ზაზა შათირიშვილი: ისრაელ - პალესტინის კონფლიქტში ტრამპის როლი აქტიური, მაგრამ მკვეთრად ცალმხრივია ისრაელის სასარგებლოდ - მისმა პოლიტიკამ, მათ შორის „სამშვიდობო საბჭოს“ შექმნამ სტატუს-კვო შეცვალა, მაგრამ კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 02 თებერვალი 2026, 10:04

ისრაელ - პალესტინის კონფლიქტში დონალდ ტრამპის როლი აქტიური, მაგრამ მკვეთრად ცალმხრივი იყო და არის, რა თქმა უნდა, ისრაელის სასარგებლოდ, - წერს ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი.

შათირიშვილის განცხადებით, ბოლო წლებში განვითარებული არაერთი დაძაბულობა, სწორედ ტრამპის მიერ გატარებული პოლიტიკის დამსახურება იყო.

„შეუიარაღებელი თვალითაც აშკარად ჩანს, რომ ბოლო წლებში შექმნილი დაძაბულობა, არაერთხელ, სწორედ უშუალოდ დონალდ ტრამპისა და მის მიერ გატარებული პოლიტიკის დამსახურება იყო. ფაქტია, რომ მისმა პოლიტიკამ, მათ შორის „სამშვიდობო საბჭოს“ შექმნამ და ადგილზე მასშტაბური პროექტების დაანონსებამ სტატუს-კვო შეცვალა, მაგრამ არაბი მოსახლეობის ჩაგვრისა და შევიწროების ხარჯზე და არათუ მშვიდობა არ მოიტანა, არამედ კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა, რაც, სავარაუდოა, რომ კიდევ უფრო სავალალო შედეგებამდე მივა“, - წერს ზაზა შათირიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის
დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება
ირაკლი ლატარია: აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს. „კასრების“ კადრები ყველა ქალაქში დიდ მონიტორებზე უნდა ტრიალებდეს
გიორგი გამსახურდია: „აკაცუკების“ გადმოსახედიდან თურმე მარტო ერთი ძალიან ვიწრო პოლიტიკური ჯგუფისთვის უნდა იყოს მისაღები სახალხო დამცველი, მაგალითად, როგორც ლომჯარია და ცალ ფეხზე მდგომი ბურჯანაძე - შეშფოთებას იწვევს თურმე, როდესაც ლევან იოსელიანი თეთრზე შავს არ იძახის
დავით ქართველიშვილი: ევრობიუროკრატიამ „დემოკრატიული ღირებულებები“ ზეწოლის კლასიკურ ინსტრუმენტად აქცია: თუ ასრულებ მათ პოლიტიკურ მითითებებს, ნებისმიერ კანონს მოიწონებენ, ხოლო თუ დამოუკიდებლობას იჩენ, დასავლური ინსტრუქციების გადმოღებასაც კი სასიკვდილო ცოდვად გამოგიცხადებენ
არქივი