გია აბაშიძე კორუფციის აღქმის ინდექსზე: რეალურ მონაცემებსა და ფაქტებს ვერცერთი ანალიტიკოსი გაექცევა, აგენტოკრატიის ტოქსიკური დეზინფორმაცია კი ყოველდღიურად გასაშარჟებელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 10 თებერვალი 2026, 13:19

Transparency International-ის მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) აჩვენებს, რომ კორუფცია, პროგრესის მიუხედავად, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში სერიოზულ პრობლემად რჩება. ინდექსში შეფასებულია 182 ქვეყანა. ასევე, აღნიშნულია, რომ გლობალური საშუალო მაჩვენებელი 42 ქულამდე დაეცა, რაც ბოლო წლების ყველაზე დაბალი შედეგია - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, რეალურ მონაცემებსა და ფაქტებს ვერცერთი ანალიტიკოსი გაექცევა, აგენტოკრატიის ტოქსიკური დეზინფორმაცია კი ყოველდღიურად გასაშარჟებელია მყარი არგუმენტების ფონზე.

„TI-ის ("საერთაშორისო გამჭვირვალობა") სათავო ოფისში, ალბათ, იციან, რომ საქართველოს მათ ფილიალში ნაცსექტანტი გიგაური რეალობიდან გასულია და მისი მენეჯმენტი ევროკრატიის ესტონურ "სარაიაშია", ამიტომაც "გვხატავენ" უსამშობლოები ე.წ. "კორუმპირებულებად".

ასეთი ტრაგიკომიკური ანომალია აღარაა გასაკვირი. რეალურ მონაცემებსა და ფაქტებს ვერცერთი ანალიტიკოსი გაექცევა, აგენტოკრატიის ტოქსიკური დეზინფორმაცია კი ყოველდღიურად გასაშარჟებელია მყარი არგუმენტების ფონზე.
მსოფლიო კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 7 ქვეყანას, ყველა კანდიდატ ქვეყანას და ნატო-ს 10 წევრ სახელმწიფოს.
Transparency International-ის მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) აჩვენებს, რომ კორუფცია, პროგრესის მიუხედავად, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში სერიოზულ პრობლემად რჩება. ინდექსში შეფასებულია 182 ქვეყანა. ასევე, აღნიშნულია, რომ გლობალური საშუალო მაჩვენებელი 42 ქულამდე დაეცა, რაც ბოლო წლების ყველაზე დაბალი შედეგია“, - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის
დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება
ირაკლი ლატარია: აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს. „კასრების“ კადრები ყველა ქალაქში დიდ მონიტორებზე უნდა ტრიალებდეს
გიორგი გამსახურდია: „აკაცუკების“ გადმოსახედიდან თურმე მარტო ერთი ძალიან ვიწრო პოლიტიკური ჯგუფისთვის უნდა იყოს მისაღები სახალხო დამცველი, მაგალითად, როგორც ლომჯარია და ცალ ფეხზე მდგომი ბურჯანაძე - შეშფოთებას იწვევს თურმე, როდესაც ლევან იოსელიანი თეთრზე შავს არ იძახის
დავით ქართველიშვილი: ევრობიუროკრატიამ „დემოკრატიული ღირებულებები“ ზეწოლის კლასიკურ ინსტრუმენტად აქცია: თუ ასრულებ მათ პოლიტიკურ მითითებებს, ნებისმიერ კანონს მოიწონებენ, ხოლო თუ დამოუკიდებლობას იჩენ, დასავლური ინსტრუქციების გადმოღებასაც კი სასიკვდილო ცოდვად გამოგიცხადებენ
არქივი