თამარ ჩიბურდანიძე: ცრუ დემოკრატიის მიმდევრებო, ხედავთ რა ხდება საქართველოში? თქვენ რომ ებრძოდით, იმ პატრიარქმა მისი გარდაცვალებით დაგამარცხათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 21 მარტი 2026, 18:28
„უწმინდესმა ჯერ თავისი სიცოცხლით და ახლა უკვე გარდაცვალებით, სრულად გაანადგურა ქართული რწმენისა და იდენტობის მტერი. დღეიდან ახალი ეპოქა იწყება - უწმინდესის დანატოვარის გაფრთხილების და ამისთვის ბრძოლა კიდევ უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე მის სიცოცხლეში,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. 

მისი თქმით, ცრუ დემოკრატიის ავტორებს, პატრიარქმა მისი ლანძღვა სიცოცხლეშივე აპატია, მაგრამ ქართველი ხალხი არავის  აპატიებს რწმენის და ღირსების შეურაცხყოფას.  
 

„მთელი მსოფლიო ხედავს თუ რა ხდება საქართველოში, ეს 4 დღეა, როგორ დგას მთელი ერი ფეხზე მისი ღვაწლმოსილი პატრიარქის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად. როგორ ტირის ქალი და კაცი, დიდი თუ პატარა, როგორ დგანან ახალგაზრდები რიგში დღე და ღამე, ეს ის ახალგაზრდობაა, ვისი წართმევაც სურდა მტერს, მაგრამ ვერ წაგვართვეს, ეკლესიამ დაიტოვა მის წიაღში და ეს სწორედ ჩვენი ბრძენი პატრიარქის დამსახურებაა. 

მძიმეა ეს დღეები, მაგრამ ამასთანავე, საამაყოც. უწმინდესმა თავისი გარდაცვალებით მსოფლიოს აჩვენა ქართველი ხალხის რწმენის ძალა და დედა ეკლესიისადმი სიყვარული. ეს ის რწმენაა, მან რომ დათესა ჩვენში და ახლა დროა შედეგის მიღების. თუკი ვინმეს ჰგონია, რომ პატრიარქის გარდაცვალებით შესუსტდება ქართველი ერი, შეხედოს საქართველოს და მიხვდება, რომ ამაოა მათი მცდელობა. უწმინდესმა ჯერ თავისი სიცოცხლით და ახლა უკვე გარდაცვალებით, სრულად გაანადგურა ქართული რწმენისა და იდენტობის მტერი. დღეიდან ახალი ეპოქა იწყება - უწმინდესის დანატოვარის გაფრთხილების და ამისთვის ბრძოლა კიდევ უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე მის სიცოცხლეში.  

ვუყურებ ამ დღეებს და ერთადერთი, რაც მახსენდება, არის უწმინდესის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, ევრობიუროკრატების მიერ წამოყენებული მოთხოვნა, ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონის გაუქმებაზე. მინდა მათ მივმართო - ცრუ დემოკრატიის ავტორებო, ხედავთ რა ხდება საქართველოში? თქვენ რომ ებრძოდით, იმ პატრიარქმა მისი გარდაცვალებით დაგამარცხათ! არ ველით თქვენგან დიდსულოვნებას, რომ თუნდაც ამ დღეებში ბოდიშს მოუხდით თქვენგან ბევრჯერ გულნატკენი პატრიარქის სულს, მაგრამ იქნებ ეცადოთ მაინც? 

თქვენ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვით, ჩვენი ღვაწლმოსილი პატრიარქის ლანძღვით დაუპირისპირდით მთელს ერს, რისიც არ გჯეროდათ და იმედია, დღეს უკვე დარწმუნდით. 

პატრიარქმა ყველას აპატია, მაგრამ არა მგონია ქართველმა ხალხმა ვინმეს აპატიოს მისი რწმენის და ღირსების შეურაცხყოფა, ან თუნდაც, მისი ანდერძის უპატივცემულობა. აქამდე უწმინდესი მიგვიძღოდა წინ და აწი მისგან გაზრდილი თაობები გაუძღვებიან საქართველოს. 

დიახ, პატრიარქის ეპოქა არ დასრულებულა, მისი სურვილების განხორციელება აწი იწყება!“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია: „აკაცუკების“ გადმოსახედიდან თურმე მარტო ერთი ძალიან ვიწრო პოლიტიკური ჯგუფისთვის უნდა იყოს მისაღები სახალხო დამცველი, მაგალითად, როგორც ლომჯარია და ცალ ფეხზე მდგომი ბურჯანაძე - შეშფოთებას იწვევს თურმე, როდესაც ლევან იოსელიანი თეთრზე შავს არ იძახის
დავით ქართველიშვილი: ევრობიუროკრატიამ „დემოკრატიული ღირებულებები“ ზეწოლის კლასიკურ ინსტრუმენტად აქცია: თუ ასრულებ მათ პოლიტიკურ მითითებებს, ნებისმიერ კანონს მოიწონებენ, ხოლო თუ დამოუკიდებლობას იჩენ, დასავლური ინსტრუქციების გადმოღებასაც კი სასიკვდილო ცოდვად გამოგიცხადებენ
გია აბაშიძე ევროკავშირის მიერ რუსული კომპანიის სანქციების სიიდან ამოღებაზე: ასეთი პოლიტიკა პრინციპულობის დემონსტრირება აღარ არის. ეს არის წესების სისტემა, სადაც „სანქცია“ სხვისთვისაა, „გამონაკლისი“ - საკუთარი თავისთვის
თამთა მეგრელიშვილი: საქართველო საკუთარი ეროვნული ინტერესების ერთგულია და გარე პოლიტიკური დიქტატი და შანტაჟი ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ სახელმწიფომ უარი თქვას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის დაცვაზე
დავით ჩიხელიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: შეიძლება, მათთვის სასურველი რეზოლუცია მიიღონ, რადგან ასეთია პოლიტიკური დაკვეთა, მაგრამ ასეთი რეზოლუცია საქართველოს რეალობას ვერ შეცვლის. საქართველოს საკუთარი გზა აქვს გასავლელი და ქვეყანა ეროვნული ინტერესებიდან გადახვევას არ აპირებს
არქივი