გიორგი ზერეკიძე: ცდილობდნენ პირველი ლედის ვიზიტის გაუფასურებას, პირიქით, მივიღეთ უმაღლესი დონის აღიარება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 31 მარტი 2026, 11:28
თეთრ სახლში პერსონალური მიწვევები შემთხვევით არ გაიცემა. ეს არის ჟესტი, რომელიც გამოხატავს ნდობასა და პატივისცემას უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისა და იმ კურსის მიმართ, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ აირჩია. თამარ ბაგრატიონის ვიზიტი არის მაგალითი, როცა შენი ქვეყნის კულტურას, ტრადიციას და ევროპულ ღირებულებებს ასეთი მაღალი ტრიბუნიდან წარადგენ, - წერს ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე. 

მანვე აღნიშნა, რომ პრემიერი-მინისტრის, ირაკლი კობახიძის კომუნიკაცია მარკო რუბიოსთან არის სტრატეგიული დიალოგის დაწყება იმ ადამიანთან, რომელიც ამერიკის საგარეო პოლიტიკის მთავარი არქიტექტორი ხდება.

„პოლიტიკაში არსებობს მოვლენები, რომელთა იგნორირებაც შეუძლებელია, თუმცა ჩვენი რადიკალური ოპოზიცია მაინც ცდილობს, ოღონდ ისეთი პრიმიტიული მეთოდებით, რომ მხოლოდ საკუთარ მარგინალიზაციას უსვამენ ხაზს.
სანამ ისინი პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის ამერიკულ ვიზიტს ქილიკით ხვდებოდნენ, ვაშინგტონში სრულიად სხვა რეალობა დაიწერა. ბიძინა ივანიშვილის გონივრული პოლიტიკის შედეგად დამდგარი რეალობა, სადაც საქართველო აღარ არის „პატარა ძმა“, რომელიც მუდმივად დავალებებს ელოდება, არამედ არის ღირსეული პარტნიორი, რომელსაც უსმენენ.
თეთრ სახლში პერსონალური მიწვევები შემთხვევით არ გაიცემა. ეს არის ჟესტი, რომელიც გამოხატავს ნდობასა და პატივისცემას უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისა და იმ კურსის მიმართ, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ აირჩია. თამარ ბაგრატიონის ვიზიტი არის მაგალითი, როცა შენი ქვეყნის კულტურას, ტრადიციას და ევროპულ ღირებულებებს ასეთი მაღალი ტრიბუნიდან წარადგენ.
ვისაც ჰგონია, რომ ეს მხოლოდ სიმბოლიზმია, მათთვის კიდევ ერთი ცივი შხაპი მომზადდა, პრემიერ ირაკლი კობახიძის კომუნიკაცია მარკო რუბიოსთან. ეს არის სტრატეგიული დიალოგის დაწყება იმ ადამიანთან, რომელიც ამერიკის საგარეო პოლიტიკის მთავარი არქიტექტორი ხდება.
ლოგიკა მარტივია:
ოპოზიცია გვეუბნებოდა, რომ „დასავლეთი დაგვივიწყებს“ - პირიქით, ვაშინგტონიდან უპრეცედენტო ყურადღება გვაქვს.
გვეუბნებოდნენ, რომ „იზოლაციაში ვართ“, პირიქით, ჩვენი ლიდერები მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ფიგურებთან პირდაპირ ხაზზე არიან.
ცდილობდნენ პირველი ლედის ვიზიტის გაუფასურებას, პირიქით, მივიღეთ უმაღლესი დონის აღიარება.
ჯალათებს და მათ დამფინანსებლებს ევროპიდან აშინებთ რომ საქართველომ და აშშ-მა ურთიერთობების გადატვირთვა დაიწყეს არა „ენჯეოების“ კარნახით, არამედ სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით. მათ აშინებთ, რომ მათი მთავარი იარაღი - „დასავლეთთან დაპირისპირების“ მითი, თვალწინ ეფშვნებათ.
სიმართლე ისაა, რომ საქართველო ახალ ფურცელს შლის. ეს არის სუვერენული სახელმწიფოს გზა, სადაც ჩვენს მეგობრებთან ურთიერთობა ეფუძნება არა მორჩილებას, არამედ საერთო ინტერესებსა და ორმხრივ პატივისცემას.
ვიზიტები ლაგდება, კავშირები მყარდება, საქართველო კი თავის დამსახურებულ, ისტორიულ სიმაღლეზე დგება და ამას ვერავითარი ღალატი და დეზინფორმაცია ვერ შეაჩერებს!“ - წერს გიორგი ზერეკიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცოტნე ანანიძე ევროპარლამენტარ დანიუს ჟალიმასის განცხადებაზე: ამგვარი განცხადებები არის „ნაყიდი ხელოვნური სუნთქვა ოპოზიციისთვის” და ლობისტური თვალთმაქცობა, თითქოს დარდობს საქართველოზე
გია აბაშიძე: პროვოკატორ დავითაძეს, რომელმაც მოიგონა თითით გაუპატიურების ამბავი, იცავს ადეიშვილის პროკურატურის ერთ - ერთი სისხლიანი ჯალათი, ამჟამად ადვოკატობას ამოფარებული სალომე ჯანუაშვილი
თამარ ჩერგოლეიშვილი – საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში, ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე
ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს
ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი
არქივი