ნინო ფოჩხუა: ამ ადამიანებისთვის არაფერი წმინდა არ არსებობს, არც ჩვენი ისტორიის ისეთი მნიშვნელოვანი დღე, როგორიც 9 აპრილია. ვინ მისცა უფლება ერთ მუჭა ხალხს აუკრძალონ საკუთარ მოსახლეობას 9 აპრილის მემორიალთან მისვლა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 09 აპრილი 2026, 13:57
ამ ადამიანებისთვის არაფერი წმინდა არ არსებობს, არც სამშობლო, არც ქვეყნისთვის დაღუპული გმირები და არც ჩვენი ისტორიის ისეთი მნიშვნელოვანი დღე, როგორიც 9 აპრილია- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა 9აპრილის მემორიალთან მიმდინარე მოვლენებზე.
 
 ფოჩხუა რუსთაველის გამზირზე შეკრებულ აქციის მონაწილეებზე ამბობს, ვინ მისცა მათ უფლება საკუთარ მოსახლეობას 9 აპრილის მემორიალთან მისვლა აუკრძალონ.
 
 “ამ ადამიანებისთვის არაფერი წმინდა არ არსებობს, არც სამშობლო, არც ქვეყნისთვის დაღუპული გმირები და არც ჩვენი ისტორიის ისეთი მნიშვნელოვანი დღე, როგორიც 9 აპრილია. ან რატომ გაათენეს სანთლებით ხელში, ეს ხომ ფარსია, რაც დღეს დაამტკიცეს კიდეც,  შექმნეს აურზაური, როცა ხელისუფლება გამოჩნდა. ვინ მისცა უფლება ერთ  მუჭა ხალხს აუკრძალონ საკუთარ მოსახლეობას 9 აპრილის მემორიალთან მისვლა, მადლობა უთხრან ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" აგრესიაზე პასუხს რომ არ ღებულობენ, თუმცა თმენაც არის და თმენაც, ნუ ცდიან ქართველი ხალხის მოთმინებას.”- წერს ნინო ფოჩხუა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის
დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება
ირაკლი ლატარია: აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს. „კასრების“ კადრები ყველა ქალაქში დიდ მონიტორებზე უნდა ტრიალებდეს
გიორგი გამსახურდია: „აკაცუკების“ გადმოსახედიდან თურმე მარტო ერთი ძალიან ვიწრო პოლიტიკური ჯგუფისთვის უნდა იყოს მისაღები სახალხო დამცველი, მაგალითად, როგორც ლომჯარია და ცალ ფეხზე მდგომი ბურჯანაძე - შეშფოთებას იწვევს თურმე, როდესაც ლევან იოსელიანი თეთრზე შავს არ იძახის
დავით ქართველიშვილი: ევრობიუროკრატიამ „დემოკრატიული ღირებულებები“ ზეწოლის კლასიკურ ინსტრუმენტად აქცია: თუ ასრულებ მათ პოლიტიკურ მითითებებს, ნებისმიერ კანონს მოიწონებენ, ხოლო თუ დამოუკიდებლობას იჩენ, დასავლური ინსტრუქციების გადმოღებასაც კი სასიკვდილო ცოდვად გამოგიცხადებენ
არქივი