დავით ქართველიშვილი ხიდაშელზე და კანდელაკზე: ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო - მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 11 აპრილი 2026, 16:11
როდესაც პოლიტიკური ფიგურები მხოლოდ ხელისუფლების კრიტიკით აღარ შემოიფარგლებიან და განზრახ ავრცელებენ საზღვარგარეთ შეგნებულად ყალბ ვერსიას, თითქოს საკუთარი სახელმწიფო არარსებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში მონაწილეობს ირანთან ერთად აშშ-ისა და ისრაელის წინააღმდეგ, ეს უკვე აღარ ჰგავს ჩვეულებრივ ოპოზიციურ საქმიანობას - ეს არის დარტყმა ქვეყნის საგარეო და შიდა უსაფრთხოებაზე - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი Fox News-ის გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის თანაავტორობით გავრცელდა. 

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო - მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის.

„ საქართველოზე ცეცხლის გახსნის მორიგ კორექტირებას აქვს ადგილი: არ გამოვიდა რუსეთიდან თუ უკრაინიდან - გამოვიდეს ისრაელიდან ან აშშ-ს რომელიმე ახლო აღმოსავლეთის სამხედრო ბაზიდან. ამიტომ ამ "კორექტიროვშიკების" (თინა ხიდაშელი, გიორგი კანდელაკი, ნიკოლოზ ჩხეიძე) მიერ ცილისწამების გავრცელებას - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის ფილტრში უკიდურესად მკაცრად გავატარებდი. მათ მიერ "საკუთარი" ქვეყნისთვის არარსებული ბრალის წამოყენება სწორედ ამ მუხლის გადასახედიდან ასე გამოიყურება: როდესაც პოლიტიკური ფიგურები მხოლოდ ხელისუფლების კრიტიკით აღარ შემოიფარგლებიან და განზრახ ავრცელებენ საზღვარგარეთ შეგნებულად ყალბ ვერსიას, თითქოს საკუთარი სახელმწიფო არარსებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში მონაწილეობს ირანთან ერთად აშშ-ისა და ისრაელის წინააღმდეგ, ეს უკვე აღარ ჰგავს ჩვეულებრივ ოპოზიციურ საქმიანობას - ეს არის დარტყმა ქვეყნის საგარეო და შიდა უსაფრთხოებაზე. 

ასეთ კონსტრუქციაში შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო - მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის. და თუ 308-ე მუხლი საგარეო უსაფრთხოების ხელყოფაზე საუბრობს, ძნელია უფრო თვალსაჩინო ჰიპოთეტური შემთხვევის წარმოდგენა, ვიდრე მცდელობა, სტრატეგიულ მოკავშირეებს შეუგდო ყალბი სიგნალი: „საქართველო მტრის მხარეს თამაშობს - დასაჯეთ იგი“. აქ არსებითია ერთი რამ: ასეთ მოდელში საქმე უკვე აღარ ეხება სიტყვის თავისუფლებას, არამედ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საგარეო პოლიტიკური დარტყმის საფუძვლის შეგნებულ ფაბრიკაციას. 

ეს აღარ არის „აზრის გამოთქმის თავისუფლება“, „შეფასებითი მოსაზრება“ ან „მკვეთრი რიტორიკა“ - ეს არის ინფორმაციული ტიპის პოლიტიკური დივერსია, სადაც სიცრუე გამოიყენება როგორც ინსტრუმენტი სანქციების, დიპლომატიური ზეწოლისა და საქართველოს საერთაშორისო იზოლაციის პროვოცირებისთვის. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, თუ ადამიანი, რომელმაც იცის, რომ თბილისსა და თეირანს შორის არანაირი ალიანსი არ არსებობს, მაგრამ აკვიატებულად არწმუნებს გარე მოთამაშეებს საპირისპიროში და ფაქტობრივად უბიძგებს მათ საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ სადამსჯელო ზომებისკენ - მკაცრ სამართლებრივ და პოლიტიკურ ინტერპრეტაციაში ეს მაქსიმალურად უახლოვდება 308-ე მუხლის ლოგიკას: საგარეო უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენება შეგნებულად ყალბი პოლიტიკური დასმენით უცხოეთში.

უფრო მეტიც, ასეთ სცენარში განსაკუთრებით შემზარავია არა მხოლოდ თავად სიცრუე, ცილისწამება - არამედ ამ სიცრუის ადრესატი. საუბარია არა შიდა პარტიულ პოლემიკაზე, არამედ მცდელობაზე, საქართველო ჩათრეულ იქნას სხვის ომში როგორც სამიზნე - გამოგონილი საფუძვლებით. ეს უკვე აღარ არის ბრძოლა ხელისუფლებისთვის - ეს არის მზადყოფნა, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენო გარე ძალოვანი, დიპლომატიური და სანქციური რესურსი შიდა პოლიტიკური სარგებლისთვის. მკაცრი ანალიტიკური ენით ამას ჰქვია მარტივად: არა ოპოზიციური საქმიანობა, არამედ პოლიტიკური მავნებლობა საგარეო კონტურით, სადაც საკუთარი ქვეყანა სამიზნედ არის ქცეული. ეს არის პირდაპირი შეტევა სახელმწიფოს საგარეო უსაფრთხოებაზე, და ასეთ პრიზმაში საკითხი უკიდურესად მკაცრად დგას: სად მთავრდება რადიკალური "ოპოზიციურობა" და სად იწყება საკუთარი ქვეყნისთვის პირდაპირი ზიანის მიყენებაში პოლიტიკური თანამონაწილეობა. აქ ზღვარი უკვე აღარ არის ბუნდოვანი - ის პრაქტიკულად წაშლილია, - წერს ქართველიშვილი.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია: „აკაცუკების“ გადმოსახედიდან თურმე მარტო ერთი ძალიან ვიწრო პოლიტიკური ჯგუფისთვის უნდა იყოს მისაღები სახალხო დამცველი, მაგალითად, როგორც ლომჯარია და ცალ ფეხზე მდგომი ბურჯანაძე - შეშფოთებას იწვევს თურმე, როდესაც ლევან იოსელიანი თეთრზე შავს არ იძახის
დავით ქართველიშვილი: ევრობიუროკრატიამ „დემოკრატიული ღირებულებები“ ზეწოლის კლასიკურ ინსტრუმენტად აქცია: თუ ასრულებ მათ პოლიტიკურ მითითებებს, ნებისმიერ კანონს მოიწონებენ, ხოლო თუ დამოუკიდებლობას იჩენ, დასავლური ინსტრუქციების გადმოღებასაც კი სასიკვდილო ცოდვად გამოგიცხადებენ
გია აბაშიძე ევროკავშირის მიერ რუსული კომპანიის სანქციების სიიდან ამოღებაზე: ასეთი პოლიტიკა პრინციპულობის დემონსტრირება აღარ არის. ეს არის წესების სისტემა, სადაც „სანქცია“ სხვისთვისაა, „გამონაკლისი“ - საკუთარი თავისთვის
თამთა მეგრელიშვილი: საქართველო საკუთარი ეროვნული ინტერესების ერთგულია და გარე პოლიტიკური დიქტატი და შანტაჟი ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ სახელმწიფომ უარი თქვას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის დაცვაზე
დავით ჩიხელიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: შეიძლება, მათთვის სასურველი რეზოლუცია მიიღონ, რადგან ასეთია პოლიტიკური დაკვეთა, მაგრამ ასეთი რეზოლუცია საქართველოს რეალობას ვერ შეცვლის. საქართველოს საკუთარი გზა აქვს გასავლელი და ქვეყანა ეროვნული ინტერესებიდან გადახვევას არ აპირებს
არქივი