თამარ ჩიბურდანიძე: ახალი ინიციატივა ზნეობრივად და მორალურად გააჯანსაღებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, იძულებით მაინც. ახალგაზრდები აღარ გაიზრდებიან იმ სიძულვილის გარემოში, რაშიც სურდათ გაენადგურებინათ ახალი თაობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 19 მაისი 2026, 13:56

პოლიტიკაში სიძულვილის ენის გამოყენებას თავისი მიზეზი და მიზანი აქვს, - დაწერა სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ, რითაც გამოეხმაურა ვიცე-პრემიერ მამუკა მდინარაძის ინიციატივას, სიძულვილის ენასთან ბრძოლის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველოს შექმნასთან დაკავშირებით.

ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ როგორი გამოხმაურებაც არ უნდა მოჰყვეს ამ ინიციატივას რადიკალებისა და მათი პატრონების მხრიდან, ის მაინც აუცილებლად უნდა აღსრულდეს, რადგან ყველაზე მნიშვნელოვნის - საქართველოს მომავალი თაობის, დაცვას ემსახურება სიძულვილის ენისა და ზოგადად სიძულვილისგან.

„მივესალმებით ვიცე-პრემიერის მამუკა მდინარაძის ინიციატივას სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყების თაობაზე. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივაა დღეს საქართველოში, განსაკუთრებით მომავალი თაობის გადასარჩენად, რომელიც ამ დაბინძურებულ და გაბოროტებულ პოლიტიკურ გარემოში იზრდება, რაც მიზანმიმართულად შექმნა ოპოზიციურმა სპექტრმა გარე დაკვეთების გათვალისწინებით.

პოლიტიკაში სიძულვილის ენის გამოყენებას თავისი მიზეზი და მიზანი აქვს. მიზეზი არის ის, რომ პოლიტიკოსებს არა აქვთ შესაბამისი ცოდნა და არგუმენტები საკუთარი პოზიციის დასამტკიცებლად, სწორედ ამ დროს იყენებენ ცინიზმს და სიძულვილის ენას საკუთარი უსუსურობის გადასაფარად. მიზანი კი არის ქართველი ხალხის გახლეჩა და პოლარიზაცია. ეს არის სწორედ მათი პატრონების დაკვეთა, რათა როგორმე შექმნან პოლიტიკური კრიზისი საქართველოში.

ახალი ინიციატივა, როგორი შეფასება და რეაგირებაც არ უნდა მოჰყვეს ოპოზიციიდან თუ მათი უცხოელი დამკვეთებისგან, აუცილებლად უნდა აღსრულდეს, რადგან ყველაზე მეტად ჩვენ ახალი თაობა გვყავს გადასარჩენი. ახალგაზრდობა უკვე რამდენი წელია იზრდება ამ სიძულვილში და უკვე მათი დიდი ნაწილის ცხოვრების წესადაც იქცა ეს. არადა, ყველაზე მეტად სწორედ მათ სჭირდებათ ცოდნით ამაღლებული პროფესიონალიზმი და არა სიძულვილის ენით გაჟღენთილი მანიპულაციები საკუთარი მიზნის მისაღწევად.

პოლიტიკური ქმედების წესები, რასაც სამწუხაროდ, დასავლეთის დეგრადირებული ნაწილი გვთავაზობს, მიუღებელია ჩვენთვის. ისინი ამ მეთოდებით საკუთარ ქვეყნებში არ მოქმედებენ, რადგან მათი საზოგადოება ამას არ აიტანს. სამაგიეროდ, სურთ ქართული საზოგადოება და განსაკუთრებით, ახალგაზრდობა გაგვინადგურონ. ამას კი ჩვენ არ დავუშვებთ. ქართველი ხალხის კულტურა ბევრად უფრო დიდ ისტორიას ითვლის, ვიდრე ნებისმიერი სახელმწიფოსი”, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია: „აკაცუკების“ გადმოსახედიდან თურმე მარტო ერთი ძალიან ვიწრო პოლიტიკური ჯგუფისთვის უნდა იყოს მისაღები სახალხო დამცველი, მაგალითად, როგორც ლომჯარია და ცალ ფეხზე მდგომი ბურჯანაძე - შეშფოთებას იწვევს თურმე, როდესაც ლევან იოსელიანი თეთრზე შავს არ იძახის
დავით ქართველიშვილი: ევრობიუროკრატიამ „დემოკრატიული ღირებულებები“ ზეწოლის კლასიკურ ინსტრუმენტად აქცია: თუ ასრულებ მათ პოლიტიკურ მითითებებს, ნებისმიერ კანონს მოიწონებენ, ხოლო თუ დამოუკიდებლობას იჩენ, დასავლური ინსტრუქციების გადმოღებასაც კი სასიკვდილო ცოდვად გამოგიცხადებენ
გია აბაშიძე ევროკავშირის მიერ რუსული კომპანიის სანქციების სიიდან ამოღებაზე: ასეთი პოლიტიკა პრინციპულობის დემონსტრირება აღარ არის. ეს არის წესების სისტემა, სადაც „სანქცია“ სხვისთვისაა, „გამონაკლისი“ - საკუთარი თავისთვის
თამთა მეგრელიშვილი: საქართველო საკუთარი ეროვნული ინტერესების ერთგულია და გარე პოლიტიკური დიქტატი და შანტაჟი ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ სახელმწიფომ უარი თქვას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის დაცვაზე
დავით ჩიხელიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: შეიძლება, მათთვის სასურველი რეზოლუცია მიიღონ, რადგან ასეთია პოლიტიკური დაკვეთა, მაგრამ ასეთი რეზოლუცია საქართველოს რეალობას ვერ შეცვლის. საქართველოს საკუთარი გზა აქვს გასავლელი და ქვეყანა ეროვნული ინტერესებიდან გადახვევას არ აპირებს
არქივი