ცოტნე ანანიძე: მთავრობა „სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციების მონიტორინგის და სამართლებრივი რეაგირების“ სამმართველოს ქმნის. ეს სამსახური ადრე რომ შექმნილიყო, გვარამიას რეიტინგი დღეს ფსკერზე არ იქნებოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 20 მაისი 2026, 12:21

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, ეხმიანება მთავრობის გადაწყვეტილებას, სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციების მონიტორინგის და მასზე რეაგირების სამმართველოს შექმნის შესახებ.

მისი შეფასებით, აღნიშნული სამმართველო ადრე რომ შექმნილიყო, გვარამიას რეიტინგი დღეს ფსკერზე არ იქნებოდა, ვინაიდან, მისი ვარდნის ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მუდმივი ბილწსიტყვაობაა.

„მთავრობა „სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციების მონიტორინგის და სამართლებრივი რეაგირების“ სამმართველოს ქმნის.

ეს სამსახური ადრე რომ შექმნილიყო, გვარამიას რეიტინგი დღეს ფსკერზე არ იქნებოდა. ასეთი ვარდნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სხვა ყველაფერთან ერთად, სწორედ მისი მუდმივი ბილწსიტყვაობაა, მათ შორის ღვინის შეურაცხყოფა, რომელიც ქართველისთვის საუკუნოვანი კულტურისა და სიწმინდის ნაწილია!“ - წერს ანანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის
დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება
ირაკლი ლატარია: აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს. „კასრების“ კადრები ყველა ქალაქში დიდ მონიტორებზე უნდა ტრიალებდეს
გიორგი გამსახურდია: „აკაცუკების“ გადმოსახედიდან თურმე მარტო ერთი ძალიან ვიწრო პოლიტიკური ჯგუფისთვის უნდა იყოს მისაღები სახალხო დამცველი, მაგალითად, როგორც ლომჯარია და ცალ ფეხზე მდგომი ბურჯანაძე - შეშფოთებას იწვევს თურმე, როდესაც ლევან იოსელიანი თეთრზე შავს არ იძახის
დავით ქართველიშვილი: ევრობიუროკრატიამ „დემოკრატიული ღირებულებები“ ზეწოლის კლასიკურ ინსტრუმენტად აქცია: თუ ასრულებ მათ პოლიტიკურ მითითებებს, ნებისმიერ კანონს მოიწონებენ, ხოლო თუ დამოუკიდებლობას იჩენ, დასავლური ინსტრუქციების გადმოღებასაც კი სასიკვდილო ცოდვად გამოგიცხადებენ
არქივი