სადღობელაშვილი: თანამედროვე პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ეროვნული დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრივი განვითარების მთავარი გარანტი! ადამიანი რომელმაც დაიცვა, შეინარჩუნა და რეალიზება მოახდინა მერაბის და ზვიადის მოპოვებული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 26 მაისი 2026, 15:54

თანამედროვე პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ეროვნული დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრივი განვითარების მთავარი გარანტი! ადამიანი რომელმაც დაიცვა, შეინარჩუნა და რეალიზება მოახდინა მერაბის და ზვიადის მოპოვებული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების! - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, „ტვ იმედის“ მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ფოტოზე, რომელზეც გამოსახულნი არიან - მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და ბიძინა ივანიშვილი.

სადღობელაშვილის განცხადებით, აღნიშნული ფოტო ჩინებულად ასახავს საქართველოს უახლოესი ისტორიის გარდამტეხ ეტაპებს - „ეროვნული მოძრაობიდან თანამედროვე სუვერენული სახელმწიფოს შენარჩუნებამდე“.

„“ეროვნული გმირები”
- ჩემთვის პირადად 26 მაისი არის თავისუფლების და დამოუკიდებლობის უწყვეტი ბრძოლის და შრომის ჯაჭვი, რომელსაც სხვადასხვა ათწლეულს სხვადასხვა ლიდერებმა საკუთარი კვალი დაამჩნიეს!
- ეს ფოტო საუკეთესოდ ასახავს ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიის გარდამტეხ ეტაპებს! ეროვნული მოძრაობიდან თანამედროვე სუვერენული სახელმწიფოს შენარჩუნებამდე.
- მერაბ კოსტავა, ქართული თავისუფლებისა და ეროვნული ღირსების სიმბოლო. ადამიანი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე და პირადი კეთილდღეობა სრულად შესწირა დამოუკიდებლობის იდეას. მისი ურყევი სული და მორალური კომპასი გახდა საფუძველი, რომელზეც ჩვენი ერის გამოფხიზლება და დამოუკიდებლობისთვის მზადყოფნა დაფუძნდა.
- ზვიად გამსახურდია, საქართველოს პირველი პრეზიდენტი, რომლის სახელსაც უკავშირდება 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. მან ერის ნება რეალურ პოლიტიკურ მოცემულობად აქცია და საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა, რითაც სამუდამოდ ჩაეწერა ისტორიაში, როგორც თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის მამამთავარი.
- ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს ეროვნული ლიდერი რომელმაც ქვეყანაში შემოიტანა პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა, მოახდინა საგარეო პოლიტიკის პრაგმატული დაბალანსება და ხელი შეუწყო მშვიდობიან განვითარებას. მის სახელს უკავშირდება ისეთი სახელმწიფოებრივი ნაბიჯები, როგორიცაა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და უვიზო მიმოსვლის მიღწევა. გეოპოლიტიკური კრიზისების ფონზე, მისი რიტორიკა დაფუძნებულია „მშვიდობის შენარჩუნებაზე“, სუვერენიტეტის განმტკიცებასა და ტრადიციული ფასეულობების დაცვაზე. თანამედროვე პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ეროვნული დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრივი განვითარების მთავარი გარანტი! ადამიანი რომელმაც დაიცვა, შეინარჩუნა და რეალიზება მოახდინა მერაბის და ზვიადის მოპოვებული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების!
Ps საქართველოს ეროვნული გმირები!“, - წერს ლადო სადღობელაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: პროვოკატორ დავითაძეს, რომელმაც მოიგონა თითით გაუპატიურების ამბავი, იცავს ადეიშვილის პროკურატურის ერთ - ერთი სისხლიანი ჯალათი, ამჟამად ადვოკატობას ამოფარებული სალომე ჯანუაშვილი
თამარ ჩერგოლეიშვილი – საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში, ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე
ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს
ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი
ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ-რევოლუციაზე, ამ „დამტოვებლების“ აკრძალვას მალე თავად მათი ამომრჩეველი მოითხოვს
არქივი