დავით ქართველიშვილი: სომხეთში ხედავენ, რომ დაპირებების მიუხედავად, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან კონკრეტულ მხარდაჭერას ვერ იღებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 30 მაისი 2026, 16:06

პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სომხეთში მოახლოებულ არჩევნებს, პოლიტიკურ პროცესებსა და დასავლეთის დამოკიდებულებას აფასებს. მისი თქმით, სომხურ საზოგადოებაში იზრდება იმედგაცრუება, რადგან, მისი შეფასებით, საერთაშორისო პარტნიორებისგან კონკრეტულ მხარდაჭერას ვერ ხედავენ.

„სომხებს ყველაზე მეტად პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა აინტერესებთ,“ - აცხადებს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ სომხეთში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაც, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის მიზნით სომეხი მოქალაქეების მოსკოვიდან სომხეთში დაბრუნებას შეეხებოდა.

„სომხეთის საზოგადოება ტრადიციულად ბრძენია და ბევრ კომპონენტში, ჩემი აზრით, საქართველოზე უფრო ჭკვიანიც კი. მათ თითქოს ვექტორი შეეცვალათ, პრობლემები შეექმნათ ბიზნესმენებს, მოსახლეობას, ეკლესიას. ამ დროს ჩადიან დელეგაციები, მაგრამ ერთი სიტყვაც კი არ უთქვამთ სანუგეშო - „ნუ გეშინიათ, თქვენ ხომ ევროპისკენ უმოკლესი გზა ხართ, დაგეხმარებითო“.

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელიც ჩავიდა 45 წუთით, მხოლოდ იმისთვის, რომ ინდოეთიდან ვაშინგტონში მიმავალი თვითმფრინავს საწვავი ჩაესხა აეროპორტში. ის მაინც უთხრან, თუნდაც თეორიულად - ნუ გეშინიათ, საქართველოსთან თუ არ მოვაწერეთ ხელი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, თქვენთან გავაფორმებთო. ის კი არა, რომ თქვენს სპილენძს წავიღებთ, არამედ უთხრან ის, რაც სომხებს ყველაზე მეტად აინტერესებთ - გამოხატონ პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა.

სომხეთში ხედავენ, რომ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების დაპირებების მიუხედავად, სომხეთს მათი მხარდაჭერა არ აქვს. დღეს ამ ყველაფერს პუტინის განცხადებაც დაემატა - ასი ათას სომეხს გამოვუშვებ მოსკოვიდან არჩევნებში მონაწილეობის მისაღებადო. საუბარია იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ. ძალიან საინტერესო არჩევნები გველოდება წინ,”- განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცოტნე ანანიძე ევროპარლამენტარ დანიუს ჟალიმასის განცხადებაზე: ამგვარი განცხადებები არის „ნაყიდი ხელოვნური სუნთქვა ოპოზიციისთვის” და ლობისტური თვალთმაქცობა, თითქოს დარდობს საქართველოზე
გია აბაშიძე: პროვოკატორ დავითაძეს, რომელმაც მოიგონა თითით გაუპატიურების ამბავი, იცავს ადეიშვილის პროკურატურის ერთ - ერთი სისხლიანი ჯალათი, ამჟამად ადვოკატობას ამოფარებული სალომე ჯანუაშვილი
თამარ ჩერგოლეიშვილი – საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში, ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე
ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს
ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი
არქივი