დავით ქართველიშვილი: ცოტნე ივანიშვილის ჩართულობა ჩვენი საზოგადოების ახალგაზრდული სეგმენტის გაერთიანებაში მამულის, ენისა და სარწმუნოების გარშემო - არა თუ მისასალმებელია, არამედ მხარდასაჭერია, როგორც ხვალინდელი ერთიანი და სანიმუშო ქართველობის მომავლის ფუნდამენტის აღმშენებლობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 30 მაისი 2026, 17:36
საქართველოს ჰყავს უგანათლებულესი და უნიჭიერესი ახალგაზრდობა, რომლებსაც ნაკლებად წარმოვაჩენთ ხოლმე. ძირითადად, თითქოს ვიღაცის ანგაჟირებული ნება გვალაპარაკებს მხოლოდ მის გენმოდიფიცირებულ ნაწილზე - რომელთა სამშობლოსაკენ და ქართველობის ფესვებისაკენ შემობრუნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ კონფერენციებს, რომელშიც აქტიურად იღებს მონაწილეობას ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ცოტნე ივანიშვილს არაერთი ღია განცხადება გვსმენია აქამდე, რომელიც სწორედ რომ საზოგადოებაში მავნე ძალების მიერ ჩანერგილი პოლარიზაციის წინააღმდეგ იყო მიმართული. 

მისივე თქმით, დღესაც მისი მონაწილეობა სახელისუფლებო ახალგაზრდულ მოძრაობაში ემსახურება თავის ასაკობრივ ჯგუფში დაბუდებული გაუცხოების დაძლევას.

„საქართველოს ჰყავს უგანათლებულესი და უნიჭიერესი ახალგაზრდობა, რომლებსაც ნაკლებად წარმოვაჩენთ ხოლმე. ძირითადად, თითქოს ვიღაცის ანგაჟირებული ნება გვალაპარაკებს მხოლოდ მის გენმოდიფიცირებულ ნაწილზე - რომელთა სამშობლოსაკენ და ქართველობის ფესვებისაკენ შემობრუნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. არავის გვიკვირდა ამ პროცესში ბერა ივანიშვილის ჩართულობა, სასიამოვნო აღმოჩენაა დღეს - ამაში ცოტნე ივანიშვილის მონაწილეობა, რომელიც "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის არაერთ რეგიონულ "ტურნეში" გვევლინება. ცოტნეს არაერთი ღია განცხადება გვსმენია აქამდე, რომელიც სწორედ რომ საზოგადოებაში მავნე ძალების მიერ ჩანერგილი პოლარიზაციის წინააღმდეგ იყო მიმართული. დღესაც მისი მონაწილეობა სახელისუფლებო ახალგაზრდულ მოძრაობაში ემსახურება თავის ასაკობრივ ჯგუფში დაბუდებული გაუცხოების დაძლევას. ამას აკეთებს სანიმუშო განათლების, აღზრდის და ეროვნული თვითშეგნების პოზიციებიდან იმ "გოდების კედლის" დასამსხვრევად, რომელიც ჩვენს მომავალ თაობაში, ხელოვნურ წყალგამყოფად აღმართეს უსამშობლო კლასტერის ბოროტმა არქიტექტორებმა. დღეს მორწმუნე, ტრადიციული ოჯახის მიმდევარი, პატრიოტი და განათლებული ახალგაზრდების დემონიზება სურთ ამ ქვეყნის მტრებისა და ღმერთმებრძოლ ძალებს. ცოტნე ივანიშვილის ჩართულობა ჩვენი საზოგადოების ახალგაზრდული სეგმენტის გაერთიანებაში მამულის, ენისა და სარწმუნოების გარშემო - არა თუ მისასალმებელია, არამედ მხარდასაჭერია, როგორც ხვალინდელი ერთიანი და სანიმუშო ქართველობის მომავლის ფუნდამენტის აღმშენებლობა,“ - წერს ქართველიშვილი
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცოტნე ანანიძე ევროპარლამენტარ დანიუს ჟალიმასის განცხადებაზე: ამგვარი განცხადებები არის „ნაყიდი ხელოვნური სუნთქვა ოპოზიციისთვის” და ლობისტური თვალთმაქცობა, თითქოს დარდობს საქართველოზე
გია აბაშიძე: პროვოკატორ დავითაძეს, რომელმაც მოიგონა თითით გაუპატიურების ამბავი, იცავს ადეიშვილის პროკურატურის ერთ - ერთი სისხლიანი ჯალათი, ამჟამად ადვოკატობას ამოფარებული სალომე ჯანუაშვილი
თამარ ჩერგოლეიშვილი – საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში, ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე
ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს
ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი
არქივი