დიმიტრი სამხარაძე: ბიძინა ივანიშვილს დიდი ამაგი აქვს გაწეული სამშობლოსთვის. სისხლიანი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს, მხოლოდ ტერიტორიებს კი არ ვკარგავდით, არამედ საფრთხე ემუქრებოდა ჩვენს ღირსებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 22 ივნისი 2026, 13:43

იმედის კვირაში გასულ სიუჟეტში მცირე ჩამონათვალია იმ სიკეთისა, რაც ერისკაცმა და მისმა ოჯახმა ქართველი ერისა და სახელმწიფოსთვის გააკეთეს! ვინ იცის, კიდევ რამდენ სიკეთეს აკეთებს ბატონი ბიძინა და მისი ოჯახი, რაც საჯაროდ არც გაჟღერებულა და შესაძლოა, ვერც კი გავიგოთ, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი სამხარაძე „იმედის კვირის“ რეპორტაჟზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის, როგორც პოლიტიკური ქველმოქმედის და მშვიდობის გარანტის განვლილ გზას აღწერს.

სამხარაძე ბიძინა ივანიშვილის ღვაწლზე და იმ დიდ ამაგზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მას სამშობლოს წინაშე აქვს გაწეული და აღნიშნავს, რომ ვერ დააჩოქებენ საქართველოს, სანამ ის და მისი გუნდი სამშობლოს სათავეში დგანან.

„მხოლოდ ამ სიუჟეტში ნაჩვენები ფაქტებიც კი ნათლად აჩვენებს, როგორ უნდა გიყვარდეს საკუთარი სამშობლო, როგორ უნდა დაიცვა იგი და გადაეფარო ფარად როგორც შიდა, ისე გარე მტრების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, საქართველოში არსებობს მანქურთთა მცირე წარმომადგენლობა და აგენტურა, რომლებიც ცდილობენ ერისკაცის მიერ გაკეთებული საქმის წაშლას, იგნორირებას უკეთებენ იმ სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ ნაბიჯებს, რომელთა შედეგადაც ჩვენი სამშობლო უფრო ძლიერი ხდება. ცდილობენ, მაგრამ არ გამოსდით და არც გამოუვათ. მე არაერთხელ შემხვედრია მოქალაქე, რომელიც აპარტიული ყოფილა ან სულაც ქართული ოცნების პოლიტიკის მოწინააღმდეგე, თუმცა ბატონი ბიძინას და მისი ოჯახის ქველმოქმედებაზე ობიექტურად უსაუბრია, საქართველოს გადარჩენაში მის როლზე მხარდაჭერაც გამოუთქვამს. ქართველი ხალხი ყველაფერს ხედავს. ჩვენმა ერმა იცის, კონკრეტულ დროს რა უნდა გააკეთოს. თუ ვინმეს ოდნავ მაინც აქვს ილუზია, რომ გადამთიელების ხუშტურებზე ვივლით, მინიმუმ ძალიან ცდება.

დიდი ამაგი აქვს გაწეული ერისკაცს ჩვენი სამშობლოსთვის. ყველა მისი საქმე, როგორც საღვთო, ისე საერო, მნიშვნელოვანია, თუმცა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისი პოლიტიკაში შესვლის გადაწყვეტილებაა. სისხლიანი ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს, მხოლოდ ტერიტორიებს კი არ ვკარგავდით, არამედ საფრთხე ემუქრებოდა ჩვენს ღირსებას, ქართულ ტრადიციებსა და სარწმუნოებას. უფრო დაფასებული იყო კუბილიუსებისა და მათი მსგავსი კასტა, ვიდრე საქართველოს მოსახლეობა. ნელ-ნელა გვანადგურებდნენ, ყველაფრის წართმევას გვიპირებდნენ, საზოგადოებაში უნდობლობასა და ნიჰილიზმს თესავდნენ, ახალგაზრდებს კი მომავალს ართმევდნენ. ასეთ რთულ დროს მხოლოდ ერთ ქართველ კაცს შეეძლო დაპირისპირებოდა უცხოეთიდან მართულ და წაქეზებულ რეჟიმს და რა თქმა უნდა ეს იყო ერისკაცი ბიძინა ივანიშვილი. ვერ დააჩოქებენ საქართველოს, სანამ ერისკაცი და მისი გუნდი ჩვენი სამშობლოს სათავეში დგანან!“, - წერს სამხარაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია: „აკაცუკების“ გადმოსახედიდან თურმე მარტო ერთი ძალიან ვიწრო პოლიტიკური ჯგუფისთვის უნდა იყოს მისაღები სახალხო დამცველი, მაგალითად, როგორც ლომჯარია და ცალ ფეხზე მდგომი ბურჯანაძე - შეშფოთებას იწვევს თურმე, როდესაც ლევან იოსელიანი თეთრზე შავს არ იძახის
დავით ქართველიშვილი: ევრობიუროკრატიამ „დემოკრატიული ღირებულებები“ ზეწოლის კლასიკურ ინსტრუმენტად აქცია: თუ ასრულებ მათ პოლიტიკურ მითითებებს, ნებისმიერ კანონს მოიწონებენ, ხოლო თუ დამოუკიდებლობას იჩენ, დასავლური ინსტრუქციების გადმოღებასაც კი სასიკვდილო ცოდვად გამოგიცხადებენ
გია აბაშიძე ევროკავშირის მიერ რუსული კომპანიის სანქციების სიიდან ამოღებაზე: ასეთი პოლიტიკა პრინციპულობის დემონსტრირება აღარ არის. ეს არის წესების სისტემა, სადაც „სანქცია“ სხვისთვისაა, „გამონაკლისი“ - საკუთარი თავისთვის
თამთა მეგრელიშვილი: საქართველო საკუთარი ეროვნული ინტერესების ერთგულია და გარე პოლიტიკური დიქტატი და შანტაჟი ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ სახელმწიფომ უარი თქვას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის დაცვაზე
დავით ჩიხელიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: შეიძლება, მათთვის სასურველი რეზოლუცია მიიღონ, რადგან ასეთია პოლიტიკური დაკვეთა, მაგრამ ასეთი რეზოლუცია საქართველოს რეალობას ვერ შეცვლის. საქართველოს საკუთარი გზა აქვს გასავლელი და ქვეყანა ეროვნული ინტერესებიდან გადახვევას არ აპირებს
არქივი