ლიზა გეგეჭკორი: წლების განმავლობაში ვუყურებდით, თუ როგორ ცდილობდნენ რადიკალური ჯგუფები ციფრული სივრცის ტოქსიკურ ჭაობად გადაქცევას, ეს იყო ადამიანების ვირტუალური განადგურების მცდელობები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 22 ივნისი 2026, 16:43

ნამდვილად მისასალმებელი და ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენციაა ის, რომ შსს-ს შესაბამისი სამმართველო ასე ეფექტურად ამუშავდა და საჯარო სივრცეში მიზანმიმართული შეურაცხყოფისა და წყევლა-კრულვის გამო კონკრეტულ პირებს კანონის წინაშე პასუხისგება უწევთ, - წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, წლების განმავლობაში, რადიკალური ჯგუფები ციფრული სივრცის ტოქსიკურ ჭაობად გადაქცევას ცდილობდნენ, ახლა კი, საკუთარი მოსაზრება ყველამ ზრდილობისა და ეთიკის ფარგლებში მოაქციოს, ვინაიდან, თავისუფალი სიტყვა სხვისი ღირსების ფეხქვეშ გათელვის უფლებას არავის აძლევს.

„წლების განმავლობაში ვუყურებდით, თუ როგორ ცდილობდნენ რადიკალური ჯგუფები ციფრული სივრცის ტოქსიკურ ჭაობად გადაქცევას. ეს არ იყო უბრალოდ განსხვავებული აზრის დაფიქსირება, ეს იყო ადამიანების ვირტუალური განადგურების, ფსიქოლოგიური ტერორისა და მორალური ლინჩის მიზანმიმართული მცდელობები. იქმნებოდა ისეთი აუტანელი ფონი, რომ ხშირად იძულებული ხდებოდი, ამ ორგანიზებულ აგრესიაზე საპასუხო რეაქცია გქონოდა, რასაც საბოლოოდ გაუთავებელ ვირტუალურ ომებამდე მივყავდით.
თუ ვინმეს პოლიტიკური მარცხი, პირადი ბოღმა ან შინაგანი აგრესია ახრჩობს და საკუთარ ემოციებს ვერ აკონტროლებს, ციფრული ტერორის მოწყობის ნაცვლად, შეუძლია შესაბამის დაწესებულებებს და ფსიქოლოგებს მიმართოს, ჯანმრთელობაზე ზრუნვა სირცხვილი არ არის.
წესი კი ყველასთვის ერთი და ძალიან მარტივია: ყველამ კეთილი უნდა ინებოს და საკუთარი მოსაზრება ელემენტარული ზრდილობისა და ეთიკის ფარგლებში მოაქციოს. თავისუფალი სიტყვა სხვისი ღირსების ფეხქვეშ გათელვის უფლებას არავის აძლევს.
ხოლო თუ ვინმეს მაინც ძალიან ეხალისება ბოღმის ნთხევა და საკუთარი არაადეკვატურობის საჯაროდ დემონსტრირება, კი ბატონო, გააგრძელონ და იხადონ სოლიდური ჯარიმები. იქამდე არაფერი გეტკინოთ, ჩვენ მაგაზე ნამდვილად არ ვიდარდებთ, სახელმწიფო ბიუჯეტსაც წაადგება და სოციალური ქსელიც გაიწმინდება!" - წერს გეგეჭკორი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ევრობიუროკრატიამ „დემოკრატიული ღირებულებები“ ზეწოლის კლასიკურ ინსტრუმენტად აქცია: თუ ასრულებ მათ პოლიტიკურ მითითებებს, ნებისმიერ კანონს მოიწონებენ, ხოლო თუ დამოუკიდებლობას იჩენ, დასავლური ინსტრუქციების გადმოღებასაც კი სასიკვდილო ცოდვად გამოგიცხადებენ
გია აბაშიძე ევროკავშირის მიერ რუსული კომპანიის სანქციების სიიდან ამოღებაზე: ასეთი პოლიტიკა პრინციპულობის დემონსტრირება აღარ არის. ეს არის წესების სისტემა, სადაც „სანქცია“ სხვისთვისაა, „გამონაკლისი“ - საკუთარი თავისთვის
თამთა მეგრელიშვილი: საქართველო საკუთარი ეროვნული ინტერესების ერთგულია და გარე პოლიტიკური დიქტატი და შანტაჟი ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ სახელმწიფომ უარი თქვას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის დაცვაზე
დავით ჩიხელიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: შეიძლება, მათთვის სასურველი რეზოლუცია მიიღონ, რადგან ასეთია პოლიტიკური დაკვეთა, მაგრამ ასეთი რეზოლუცია საქართველოს რეალობას ვერ შეცვლის. საქართველოს საკუთარი გზა აქვს გასავლელი და ქვეყანა ეროვნული ინტერესებიდან გადახვევას არ აპირებს
ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას
არქივი