დავით ჩიხელიძე: ფიზიკური დაპირისპირება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მიუღებელი და ცუდი სანახავია, თუმცა, ოპოზიციის მხრიდან ამ თემით მანიპულირება და სამართლებრივი რეაგირების მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა მორიგი პოლიტიკური შოუ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 06 ივლისი 2026, 15:48

ფიზიკური დაპირისპირება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მიუღებელი და ცუდი სანახავია, მას გამართლება ვერ ექნება, თუმცა რეალობაა, რომ ეს საპარლამენტო ცხოვრების თანმდევი, თუმცა არასასურველი პროცესია. მსგავსი შემთხვევები ხდება ისეთ მაღალი დემოკრატიის მქონე ქვეყნებშიც კი, როგორებიცაა იაპონია, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ კორეა, იტალია და სხვა, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ოპოზიციის მხრიდან ამ თემით მანიპულირება და სამართლებრივი რეაგირების მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა მორიგი პოლიტიკური შოუ და ორმაგი სტანდარტის გამოვლინება.

„შიდა საპარლამენტო ინციდენტებზე სისხლის სამართლებრივი გამოძიების დაწყება მსოფლიოს პრაქტიკულად არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ ხდება. საკანონმდებლო ორგანოში ემოციური ფონი ხშირად მაღალია, რასაც, სამწუხაროდ, თან ახლავს ხოლმე ექსცესები. საქართველოს პარლამენტში წარსულშიც არაერთხელ ყოფილა სიტყვიერი თუ ფიზიკური დაპირისპირება, რომელთა მთავარი შემოქმედნი და ინიციატორები, როგორც წესი, სწორედ ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ (მათ შორის ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც), თუმცა მაშინ მათი დასჯა არავის მოუთხოვია.

რა თქმა უნდა, ფიზიკური დაპირისპირება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მიუღებელი და ცუდი სანახავია, მას გამართლება ვერ ექნება, თუმცა რეალობაა, რომ ეს საპარლამენტო ცხოვრების თანმდევი, თუმცა არასასურველი პროცესია. მსგავსი შემთხვევები ხდება ისეთ მაღალი დემოკრატიის მქონე ქვეყნებშიც კი, როგორებიცაა იაპონია, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ კორეა, იტალია და სხვა.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ მოყვანილ ანალოგიურ შემთხვევებს, ისინი არსებითად განსხვავდება მიმდინარე ფაქტისგან. ზოგიერთ შემთხვევაში საქმე ეხებოდა მძიმე ფიზიკური დაზიანების მიყენებას, ხოლო სხვა შემთხვევებში დაპირისპირება პარლამენტის შენობის გარეთ მოხდა და არა უშუალოდ საპარლამენტო სხდომის მიმდინარეობისას. შესაბამისად, აღნიშნული მაგალითები ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით საქართველოში მომხდარი შემთხვევის სრულფასოვან ანალოგებად ვერ ჩაითვლება და მათი ერთმანეთთან გაიგივება არაკორექტულია. ოპოზიციის მხრიდან ამ თემით მანიპულირება და სამართლებრივი რეაგირების მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა მორიგი პოლიტიკური შოუ და ორმაგი სტანდარტის გამოვლინება“, - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩერგოლეიშვილი – საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში, ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე
ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს
ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი
ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ-რევოლუციაზე, ამ „დამტოვებლების“ აკრძალვას მალე თავად მათი ამომრჩეველი მოითხოვს
შალვა პაპუაშვილი: დღეს 4 ოქტომბერია. დღე, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
არქივი