ზაალ ანჯაფარიძე: PACE-ს ანტიქართული რეზოლუციის მიღებამდე სტრასბურგში გადასხეს აქაური დამსმენების დესანტი, რომლებიც სიამოვნებით ისმენდნენ, როგორ ამათრახებდნენ ვერბალურად საქართველოს, რომელიც უკვე დიდი ხანია მათთვის აღარ არის სამშობლო, ზუსტად იგივე სცენარი განმეორდა ჰააგაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 07 ივლისი 2026, 12:13

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ დოკუმენტი საქართველოსთვის სამართლებრივ ვალდებულებებს არ წარმოშობს.

მისი შეფასებით, რეზოლუციის მიღებას წინ უძღოდა ოპოზიციის წარმომადგენლების აქტიური შეხვედრები საერთაშორისო პარტნიორებთან.

„ისევე როგორც ცოტა ხნის წინ PACE-ს ანტიქართული რეზოლუციის მიღებამდე სტრასბურგში გადასხეს აქაური დამსმენების დესანტი, რომლებიც სიამოვნებით ისმენდნენ, როგორ ამათრახებდნენ ვერბალურად საქართველოს, რომელიც უკვე დიდი ხანია მათთვის აღარ არის სამშობლო, ზუსტად იგივე სცენარი განმეორდა ჰააგაში.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ანტიქართული რეზოლუციის მიღებამდე, იქაც ჩაქანდა აქაური რადიკალური ოპოზიციის ჯგუფი და როგორც იტყვიან „იმუშავეს“...

ახლა კი რაც შეეხება რეზოლუციას, რომელსაც ოპოზიცია მხოლოდ მედია ხმაურისთვის გამოიყენებს, და სხვა ვერაფერში.

1. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას არ გააჩნია უფლებამოსილება მიიღოს ეუთოსთვის სავალდებულო გადაწყვეტილებები.
1. მისი რეზოლუციები არ წარმოადგენენ საერთაშორისო სამართლის წყაროს ან საფუძველს
2. ეუთოში პოლიტიკურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება მინისტრთა საბჭოს, ეუთოს მუდმივი საბჭოს, და ეუთოს სამიტის მიერ, და ეს გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ წევრი სახელმწიფოების კონსენსუსით(!!)
3. ამ რეზოლუციის გათრევით, ჯო უილსონმა მისთვის გადახდილი ფული გამოიმუშავა და მეტი არაფერი“, - წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩერგოლეიშვილი – საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში, ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე
ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს
ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი
ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ-რევოლუციაზე, ამ „დამტოვებლების“ აკრძალვას მალე თავად მათი ამომრჩეველი მოითხოვს
შალვა პაპუაშვილი: დღეს 4 ოქტომბერია. დღე, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
არქივი