ნიკოლოზ მეტრეველი გრიგოლ გეგელიას განცხადებაზე: უცნაურია, როგორ ახერხებს ზოგიერთი პოლიტიკოსი, რომ საქართველოს სტრატეგიული ინტერესები მუდმივად სხვების თანამონაწილეობით განიხილონ, თითქოს, საკუთარი სახელმწიფოს მართვის უნარის რწმენა საერთოდ დაკარგული აქვთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 07 ივლისი 2026, 14:55
ანაკლიის პორტი საქართველოს გეოპოლიტიკური ბერკეტია და არა "მეგობრობის კლუბი". უცნაურია, როგორ ახერხებენ ზოგიერთი პოლიტიკოსები, რომ საქართველოს სტრატეგიული ინტერესები მუდმივად სხვების თანამონაწილეობით განიხილონ. თითქოს საკუთარი სახელმწიფოს მართვის უნარის რწმენა საერთოდ დაკარგული აქვთ, - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, "ლელოს" ერთ-ერთი  სპიკერის გრიგოლ გეგელიას განცხადებაზე, სადაც ნათქვამია, რომ  მათი წინადადებაა, “საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით შეიქმნას „კავკასიური კონსორციუმი“ და ანაკლიის მართვა გადაეცეს მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ოპერატორს.“

მეტრეველის შეფასებით, პარტნიორობა მისასალმებელია, მაგრამ სტრატეგიული ობიექტების მართვა საქართველოს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, ხოლო, ვისაც ეს განსხვავება არ ესმის, ან სახელმწიფოებრივი აზროვნება აკლია, ან ზედმეტადაა გატაცებული პოლიტიკური ექსპერიმენტებით.

„ ანაკლიის პორტი საქართველოს გეოპოლიტიკური ბერკეტია და არა "მეგობრობის კლუბი".
უცნაურია, როგორ ახერხებენ ზოგიერთი პოლიტიკოსები, რომ საქართველოს სტრატეგიული ინტერესები მუდმივად სხვების თანამონაწილეობით განიხილონ. თითქოს საკუთარი სახელმწიფოს მართვის უნარის რწმენა საერთოდ დაკარგული აქვთ.
რადგან უსამშობლო პოლიტიკოსებს ანაკლიის პორტის მართვაში მეზობლების ჩართვა ასეთ ბრწყინვალე იდეად ეჩვენებათ, მაშინ ისიც პირდაპირ გვითხრან: რომელ სტრატეგიულ ობიექტს ვაბარებთ შემდეგ -  რკინიგზას? ენერგეტიკას? აეროპორტებს? თუ მხოლოდ ანაკლიით იწყება ეს "ტოპ ტვინური აზროვნება"?
პარტნიორობა მისასალმებელია, მაგრამ სტრატეგიული ობიექტების მართვა საქართველოს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. ვისაც ეს განსხვავება არ ესმის, ან სახელმწიფოებრივი აზროვნება აკლია, ან ზედმეტადაა გატაცებული პოლიტიკური ექსპერიმენტებით.“ - წერს მეტრეველი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცოტნე ანანიძე ევროპარლამენტარ დანიუს ჟალიმასის განცხადებაზე: ამგვარი განცხადებები არის „ნაყიდი ხელოვნური სუნთქვა ოპოზიციისთვის” და ლობისტური თვალთმაქცობა, თითქოს დარდობს საქართველოზე
გია აბაშიძე: პროვოკატორ დავითაძეს, რომელმაც მოიგონა თითით გაუპატიურების ამბავი, იცავს ადეიშვილის პროკურატურის ერთ - ერთი სისხლიანი ჯალათი, ამჟამად ადვოკატობას ამოფარებული სალომე ჯანუაშვილი
თამარ ჩერგოლეიშვილი – საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში, ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე
ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს
ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი
არქივი