ჯაბა ხუბუა: როგორც ჩამომხრჩვალის სახლში თოკი არ უნდა ახსენო, სწორედ ასე არ უნდა ლაპარაკობდეს ანაკლიის პორტის შესახებ ხაზარაძის პარტიის წევრი გრიგოლ გეგელია, რადგან ხაზარაძე ის კაცია, რომელმაც ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩააფლავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 07 ივლისი 2026, 21:25

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა „ლელოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით უნდა შეიქმნას „კავკასიური კონსორციუმი“ და ანაკლიის მართვა გადაეცეს მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ოპერატორს.

ხუბუას თქმით, პარტია „ლელო“ საერთოდ არ უნდა საუბრობდეს ანაკლიის პორტის შესახებ, რადგან მისი თქმით, მამუკა ხაზარაძე ის კაცია, რომელმაც ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩააფლავა, ხოლო შემდეგ ქართულ სახელმწიფოსთან წააგო ყველა საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა, რაც კი ანაკლიის პორტს უკავშირდებოდა.

„როგორც ჩამომხრჩვალის სახლში თოკი არ უნდა ახსენო და როგორც ქუჩის მეძავმა ქალწულებრივ უბიწობაზე ლექცია არ უნდა წაიკითხოს, სწორედ ასე არ უნდა ლაპარაკობდეს ანაკლიის პორტის შესახებ მამუკა ხაზარაძის პარტიის წევრი გრიგოლ გეგელია, რადგან ხაზარაძე ის კაცია, რომელმაც ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩააფლავა, ხოლო შემდეგ ქართულ სახელმწიფოსთან წააგო ყველა საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა, რაც კი ანაკლიის პორტს უკავშირდებოდა. მოკლედ, ხაზარაძის გეგელია ხელიდან წასული ყეყეჩი და უტიფარი რომ არ იყოს, ანაკლიის პორტზე ხმას არ და ვერ ამოიღებდა“, - წერს ჯაბა ხუბუა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩერგოლეიშვილი – საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში, ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე
ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს
ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი
ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ-რევოლუციაზე, ამ „დამტოვებლების“ აკრძალვას მალე თავად მათი ამომრჩეველი მოითხოვს
შალვა პაპუაშვილი: დღეს 4 ოქტომბერია. დღე, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
არქივი