ზაალ ანჯაფარიძე: რასაც საქართველოს მთავრობა ევროკომისიისგან ითხოვს, ეს ურთიერთხელსაყრელი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობებია, რისთვისაც, როგორც ჩანს, არც კალასი და არც მისი კოლეგები მზად არ არიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 14 ივლისი 2026, 12:09

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასის, მიერ საქართველოზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ისინი არადიპლომატიური, არაკომპეტენტური და პროვოკაციული ხასიათის იყო.

ანჯაფარიძის თქმით, გაუგებარია, რატომ საუბრობს ევროკომისია იმაზე, რომ საქართველოს მთავრობას არ უჭერს მხარს, მაშინ როდესაც, საქართველოს ხელისუფლებას მსგავსი მხარდაჭერა არასოდეს მოუთხოვია.

„არ ვიცი წაიკითხავენ თუ არა ამ ჩემს პოსტს ევროკომისიაში, ან ევროკავშირის დელეგაციაში აქ (ბ-ნი ჰერჩინსკი). არ შემიძლია გვერდი ავუარო ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის და მისი მთავარი დიპლომატის კაია კალასის გუშინდელ განცხადებებს საქართველოზე. ეს განცხადებები იყო არადიპლომატიური, არაკომპეტენტური და დიდწილად პროვოკაციულიც კი.

1. „ჩვენ არ ვუჭერთ მხარს საქართველოს მთავრობას!“ სად, როდის ითხოვა საქართველოს მთავრობამ ან კაია კალასის, ან მისი რომელიმე კოლეგის ან ევროკომისიის მიზნობრივი მხარდაჭერა?! ვინც ითხოვა, მათ შორის ჩვენმა ერთ-ერთმა მეზობელმა, ეს ვიცით. რასაც საქართველოს მთავრობა ევროკომისიისგან ითხოვს, ურთიერთხელსაყრელი და ურთიერთ ინტერესების პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები. რისთვისაც როგორ ჩანს არც კალასი და არც მისი კოლეგები მზად არ არიან. თუ რატომ? ეს ცალკე თემაა...

2. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს“ - ეს უკვე მეათასეჯერ, მანტრასავით გამეორებული ნარატივი, ასევე ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და ძალიან რბილად რომ ვთქვა, უბრალოდ რეალობას მოწყვეტილია. კალასი & Co ქართველ ხალხად არ მიიჩნევენ ჩვენს 1,2 მლნ მოქალაქეს, და მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნებისთვის“ კიდევ ერთხელ ნდობის გამოცხადებით, მათ შეცდომა დაუშვეს და შესაბამისად, ეს ხალხი მათთვის უბრალოდ არ არსებობს. სამაგიეროდ, არსებობს რადიკალურ ოპოზიციასთან შეკრული ხალხი (იკითხე აგენტურა), რომლებსაც უშურველად აყრიან ფულებს აქ „ხავერდოვანი რევოლუციის“ მოსაწყობად. ეს ხომ ირიბი წაქეზებაა რადიკალურ ქმედებებზე

3. როდესაც ასეთი მაღალი თანამდებობის პირი, რომ იტყვიან „რამსებს კარგავს,“ საქართველოს ხელისუფლების მიმართ ზოოლოგიური სიძულვილის გამო, თავად შეგიძლიათ შეაფასოთ მისი დიპლომატიური თუ სხვა უნარები. მე თუ მკითხავ, შეფასებასაც არ ექვემდებარება.

4. მაინც ვუსურვებდი ევროპას, რომ შემდგომში გაცილებით უკეთესი პოლიტიკოსებით წარდგეს მსოფლიოს წინაშე“. - წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩერგოლეიშვილი – საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში, ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე
ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს
ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი
ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ-რევოლუციაზე, ამ „დამტოვებლების“ აკრძალვას მალე თავად მათი ამომრჩეველი მოითხოვს
შალვა პაპუაშვილი: დღეს 4 ოქტომბერია. დღე, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
არქივი