გია აბაშიძე: სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ავაზაკი კეზერაშვილის „ფორმულა“ მორალური ზიანის მიყენების გამო 10 000 ლარით დააჯარიმა, ბინძური ცილისწამება არავის უნდა შერჩეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 14 ივლისი 2026, 13:50

ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც გოგა ხაინდრავას სარჩელი დაკმაყოფილდა და ტელეკომპანია „ფორმულას“ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 10 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

აბაშიძის თქმით, ბინძური ცილისწამება არავის უნდა შერჩეს და რაც მეტი სამართლებრივი დავა იქნება, დეზინფორმაციის გამავრცელებლების წინააღმდეგ, მით მეტად შეუწყობს ხელს მედიაგარემოს გაჯანსაღებას.

„სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ავაზაკი კეზერაშვილის „ფორმულა“ მორალური ზიანის მიყენების გამო 10 000 ლარით დააჯარიმა, ბინძური ცილისწამება არავის უნდა შერჩეს! რაც მეტი საჩივარი იქნება შეტანილი ბოროტი დეზინფორმატორების წინააღმდეგ, მით უკეთესია მედიაგარემოს გაჯანსაღებისთვის, რომელიც ასე დააზიანეს უსამშობლო ე.წ. „ჟურნალისტებმა".

ცნობისთვის, დავა ეხებოდა „შაბათის ფორმულას“ სიუჟეტს, რომელშიც ითქვა, რომ გოგა ხაინდრავა თითქოს 2016–2017 წლებში სუს-თან შეთანხმებით ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეების საქართველოში შემოყვანაში მონაწილეობდა თანხის სანაცვლოდ. ხაინდრავა ამტკიცებდა, რომ ეს იყო ცრუ ბრალდება და მისი პატივისა და რეპუტაციის შემლახველი ინფორმაცია.“ - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩერგოლეიშვილი – საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში, ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე
ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს
ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი
ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ-რევოლუციაზე, ამ „დამტოვებლების“ აკრძალვას მალე თავად მათი ამომრჩეველი მოითხოვს
შალვა პაპუაშვილი: დღეს 4 ოქტომბერია. დღე, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
არქივი