ზურაბ ქადაგიძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე: ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყანა ნანგრევებად ვაქციოთ იმისთვის, რომ მერე ვიღაცამ ამ ნანგრევების აღსადგენად გამოყოფილი ფონდებიდან ჯიბეები გაისქელოს!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 15 ივლისი 2026, 12:16

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ უკრაინა ომის მოგების შემდეგ ტრილიონებს მიიღებს აღდგენისთვის, ხოლო საქართველოს ამ თანხებთან „არ მიასუნინებენ“. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ესაა „გლობალური ომის პარტიისა“ და საქართველოში მისი აგენტურული ქსელის აღიარებითი ჩვენება.

ქადაგიძის სიტყვებით, ეს ძალები ადამიანების სიცოცხლეს მატერიალური სარგებლით ზომავენ, ხოლო განადგურებულ უკრაინასა და მის ერს ტრილიონიან შესაძლებლობად ფუთავენ. ქადაგიძე იხსენებს საქართველოში 2008 წელს მიმდინარე მოვლენებსაც:

„წაგებული ომის, დაღუპული გმირების, დაკარგული კოდორისა და ახალგორის ფონზე, სააკაშვილის რეჟიმი რუსთაველზე კონცერტებს მართავდა და შემდეგ, 4-მილიარდიან დახმარებას ზეიმობდა. მაშინ ქვეყანამ პირველად ნახა ეროვნული კატასტროფის მონეტიზაციის უტიფარი პრეცედენტი. დღეს ეს მოდელი მასშტაბში გაზარდეს“ - წერს ქადაგიძე.

დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ მშვიდობა და სუვერენიტეტი უალტერნატივო წითელი ხაზია და ის, ვინც ომით ვაჭრობს, პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა აღმოჩნდეს.

„გვარამიას განცხადება არ არის უბრალო პოლიტიკური უგუნურება - ეს არის საზოგადოებრივი მორალის ფსკერი და იმ „გლობალური ომის პარტიის“ ადგილობრივი აგენტურის აღიარებითი ჩვენება, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტსა და ადამიანების სიცოცხლეს მხოლოდ მატერიალური სარგებლით ზომავს.

მათი პოლიტიკური გენეზისი უცვლელია: 2008 წელს, როდესაც წაგებული ომის, დაღუპული გმირების, დაკარგული კოდორისა და ახალგორის ფონზე, სააკაშვილის რეჟიმი რუსთაველზე კონცერტებს მართავდა და შემდეგ, 4-მილიარდიან დახმარებას ზეიმობდა, ქვეყანამ პირველად ნახა ეროვნული კატასტროფის მონეტიზაციის უტიფარი პრეცედენტი. დღეს ეს მოდელი მასშტაბში გაზარდეს და უკრაინელი ხალხის გენოციდს, დანგრეულ ქალაქებსა და მიწასთან გასწორებულ დემოგრაფიას „ტრილიონიან შესაძლებლობად“ გვიფუთავენ.

ხაზგასმით და უაპელაციოდ უნდა ითქვას:

1) პოლიტიკური მაროდიორობა: უკრაინის ომის შემდგომ „ტრილიონებზე“ ნერწყვის დენა, მაშინ როცა ყოველდღიურად ათასობით ადამიანი იღუპება, არის პოლიტიკური ნეკროფილია. განცხადების ავტორი ღიად წუხს არა იმაზე, რომ ომი ანგრევს რეგიონს, არამედ იმაზე, რომ საქართველო ამ სისხლიან ნადავლს ვერ მისწვდება.

2) ომში ჩათრევის აღიარებული მოტივი: ამ სიტყვებით საბოლოოდ გაიხსნა კარტები, მათთვის მშვიდობა დანაკარგია, ხოლო ომი - ბიზნესპროექტი. საზოგადოებას პირდაპირ ეუბნებიან:
უნდა ვომობდეთ, რომ მერე აღდგენის ფული მივიღოთ...
ეს არის საკუთარი მოსახლეობის საზარბაზნე ხორცად გაწირვის მზაობა უცხოური გრანტებისა და ტრანშების სანაცვლოდ.

3) უსამშობლოების კომპლექსი: მხოლოდ საკუთარი სახელმწიფოს მოძულე სუბიექტს შეუძლია მშვიდობიანი, მზარდი ეკონომიკის მქონე საქართველო დაამციროს იმის გამო, რომ აქ ბომბები არ ცვივა და შესაბამისად, ნანგრევების აღსადგენად „ტრილიონებს“ არავინ გვირიცხავს.
ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყანა ნანგრევებად ვაქციოთ იმისთვის, რომ მერე ვიღაცამ ამ ნანგრევების აღსადგენად გამოყოფილი ფონდებიდან ჯიბეები გაისქელოს!

საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე არცერთ ვალუტებში არ იზომება. მშვიდობა და სუვერენიტეტი ჩვენი უალტერნატივო წითელი ხაზია, ხოლო ომით მოვაჭრეების ადგილი პოლიტიკურ სანაგვეზეა!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: პროვოკატორ დავითაძეს, რომელმაც მოიგონა თითით გაუპატიურების ამბავი, იცავს ადეიშვილის პროკურატურის ერთ - ერთი სისხლიანი ჯალათი, ამჟამად ადვოკატობას ამოფარებული სალომე ჯანუაშვილი
თამარ ჩერგოლეიშვილი – საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში, ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე
ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს
ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი
ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ-რევოლუციაზე, ამ „დამტოვებლების“ აკრძალვას მალე თავად მათი ამომრჩეველი მოითხოვს
არქივი