თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციის აქტივისტების მხრიდან ნოდარ დუმბაძის მიმართ სიძულვილის ენის გამოიყენება თავისუფლება კი არა, ის ბნელი მეთოდია, რომელსაც ისტორიულად ძირითადად საოკუპაციო რეჟიმები იყენებდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
55 21 ივლისი 2026, 15:27

ნოდარ დუმბაძე გურიის სული და სიმბოლოა. მან თავისი უნიკალური ნიჭით, იუმორითა და სიკეთით გურული ხასიათი მთელ მსოფლიოს დაანახა და შეაყვარა. მისი შემოქმედება არის მარადიული მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, ქვეყანაში შენი კუთხე და ხალხი, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი და ოპოზიციის აქტივისტების მხრიდან ნოდარ დუმბაძის მიმართ სიძულვილის ენის კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტში გამოიყენებას ეხმიანება.

როგორც თამთა მეგრელიშვილი წერს, რადიკალების მხრიდან გამოყენებულია საბჭოთა რეპრესიების დროს დანერგილი მეთოდი, როცა მიზანმიმართულად ანადგურებდნენ განათლებულ ადამიანებსა და ეროვნულ მოღვაწეებს.

„ოპოზიციის აქტივისტებმა ნოდარ დუმბაძის მიმართ სიძულვილის ენა კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტში გამოიყენეს. ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფა და მწერლის მისამართით გამოვლენილი სიძულვილი იმ ძირითადი ხაზის გაგრძელებაა, რომელიც მიზნად საზოგადოებისთვის ავტორიტეტების ნგრევას ისახავს. ერის ისტორიული მეხსიერების წაშლა მარტივია, როცა შლი ერის სულიერ საყრდენს და ამ უკანასკნელს საზოგადოების სინდისად აღიარებული ადამიანების გაუფასურებითა და დაკნინებით ცდილობ. ეს და სხვა მანამდე გამოვლენილი ღია განწყობები, მოხდეს მოღვაწეების დამცირება, ემსახურება ძირითად მიზანს, მოხდეს ერის ისტორიის დისკრედიტაცია და ახალ თაობაში მორალურ კულტურული საყრდენის არსებულიდან გადანაცვლება.

ნოდარ დუმბაძე გურიის სული და სიმბოლოა. მან თავისი უნიკალური ნიჭით, იუმორითა და სიკეთით გურული ხასიათი მთელ მსოფლიოს დაანახა და შეაყვარა. მისი შემოქმედება არის მარადიული მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, ქვეყანაში შენი კუთხე და ხალხი. საქართველოში ცოტა ადამიანია, ვისაც დუმბაძის ერთი მოთხრობა მაინც არ აქვს წაკითხული და იქიდან მისთვის მნიშვნელოვანი ცხოვრების კრედოდ არ აქცია.

ასე რომ, ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფა ყველა ამ ქართველის შეურაცხყოფაა. ოპოზიციის აქტივისტების მხრიდან ნოდარ დუმბაძის მიმართ სიძულვილის ენის პოდკასტში გამოიყენება თავისუფლება კი არა, ის ბნელი მეთოდია, რომელსაც ისტორიულად ძირითადად საოკუპაციო რეჟიმები იყენებდნენ (მაგალითად, საბჭოთა რეპრესიების დროს, როდესაც ანადგურებდნენ განათლებულ ელიტას, აკნინებდნენ ეროვნულ მოღვაწეებს) და ვფიქრობ საზოგადოებისთვის ავტორიტეტების ნგრევის მიზანთან ერთად თავად ამ პოდკასტით ჩაფიქრებულ მათივე ,,თავისუფლების” მიზანს სცდება,“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
გია აბაშიძე ტატო ბაციკაძის განცხადებაზე: ეს ლატენტური ნაციონალი ან ბრმაა, ან წაკითხულიდან აზრის გამოტანის უნარი არ აქვს, ან უბრალოდ ყველაფერს კარგად ხვდება, მაგრამ მისი დედა პარტიის საამებლად წერს ამ ბოდვას
არქივი