თამარ ჩერგოლეიშვილი ეკა კვესიტაძის განცხადებაზე: უნიჭო პარაზიტი - ეს ხარბი კეკელა იმდენად ჭკუასუსტია, რომ ვერც კი ხვდება ამ პოსტით მხოლოდ საკუთარ სასოწარკვეთილებას რომ ავლენს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 22 ივლისი 2026, 13:39

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის განცხადებას მის შესახებ, რომ ის „სინქრონულად ეთამაშება ივანიშვილის სურვილებს“ სოციალურ ქსელში აკრიტიკებს.

ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ეკა კვესიტაძე „საკუთარ სასოწარკვეთილებას ავლენს“ და ცდილობს, რომ აღნიშნული ამბიდან პირადი სარგებელი მიიღოს.

მისივე თქმით, კვესიტაძის ქცევა არაფრით განსხვავდება მმართველი პარტიის გუნდის წარმომადგენლების ქმედებებისგან.

„ეს ხარბი კეკელა იმდენად ჭკუასუსტია, რომ ვერც კი ხვდება აი ამ პოსტით მხოლოდ საკუთარ სასოწარკვეთილებას რომ ავლენს, ეგებ ბიძინას სიშლეგეს რამე სათავისოდ გამოსტყუოს
უნიჭო პარაზიტი.

ეს კეკელა ვერც იმას ხვდება, რომ მე ჩემთვის საძულველი ფიგურების, ჩემი მტრების მიმართაც ზუსტად ისე ვიცავ წესებს და პროფესიულ ვალდებულებებს, როგორც მათ მიმართ, ვისაც პატივს ვცემ - ესაა ჩემი უპირატესობა და ეს მანიჭებს ძალას მათნაირ ჭიაღუებთან.

ეს კეკელა ვერც იმას ხვდება, რომ არაფრით განსხვავდება მათი საქციელი ქოცების საქციელისგან - მათ ჩემი დაჭერა არ შეუძლიათ, იმის გამო რომ სუნიან ჯაგებად ვთვლი და არ ვმალავ, თორემ რაც შეეძლოთ, ქნეს - საჯარო ინტერესების და პროფესიული ვალდებულებების სრული იგნორირებით, მათ მაყურებელს ჩემთან წვდომა შეუზღუდეს!

მოკლედ, ერთად გადაშენდებიან ესენი და ქოცები.

რადგან ზუსტად ერთნაირები არიან“, - წერს ჩერგოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩერგოლეიშვილი – საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში, ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე
ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს
ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი
ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ-რევოლუციაზე, ამ „დამტოვებლების“ აკრძალვას მალე თავად მათი ამომრჩეველი მოითხოვს
შალვა პაპუაშვილი: დღეს 4 ოქტომბერია. დღე, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
არქივი