ლადო სადღობელაშვილი: 5 წლის წინ, ვახო სანაიას გინების გამო 3 ახალგაზრდა დააკავეს, მათ რამდენიმე თვე გაატარეს ციხეში - პრაქტიკულად, ანალოგიური ქმედება ჩაიდინა სანაიამ სახელმწიფო მოხელეების მიმართ, ჟურნალისტობა არ არის ინდულგენცია - 14 დღე ცოტაა!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 22 ივლისი 2026, 14:38

ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

სადღობელაშვილი იხსენებს 5 წლის წინანდელ საქმეს, როდესაც ვახო სანაიას გინების გამო 3 ახალგაზრდას ციხეში რამდენიმე თვის გატარება მოუწია, ხოლო, თავად სანაიას, სახელმწიფო მოხელეების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მხოლოდ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

მისივე განცხადებით, „ჟურნალისტობა არ არის ინდულგენცია“ მას ისევე მკაცრად უნდა მოეთხოვებოდეს პასუხი, როგორც თანამდებობის პირს.

„5 წლის წინ წყნეთის ქუჩაზე ვახო სანაიას გინების გამო 3 ახალგაზრდა დააკავეს! მათ რამდენიმე თვე გაატარეს ციხეში და საბოლოოდ საპროცესოთი გამოვიდნენ! მათ პროკურატურა ედავებოდა ჟურნალისტ ვახტანგ სანაიას მიმართ, პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნას, დისკრიმინაციის ნიშნებს და შეუწყნარებლობის მოტივით მუქარას!

- 14 დღე ცოტაა!!! პრაქტიკულად ანალოგიური ქმედება ჩაიდინა სანაიამ სახელმწიფო მოხელეების მიმართ! პროფესიული საქმიანობის გამო ვახო სანაია დისკრიმინაციული ნიშნებით (პოლიტიკურით) და შეუწყნარებლობის მოტივით ილანძღებოდა უკანასკნელი სიტყვებით! რატომ 14 დღე (მით უფრო რომ მე-3 გაფრთხილებაა წინა ორზე ჯარიმით შემოიფარგლა მოსამართლე) და არა 3 წელი რასაც პოლიტიკური დევნის მუხლი ითვალისწინებს?!

- ჟურნალისტობა არ არის ინდულგენცია! პირიქით როგორც თანამდებობის პირს ანალოგიურად ჟურნალისტსაც უნდა მოეთხოვებოდეს მკაცრი პასუხი ქმედებებზე და სიტყვებზე!“- წერს სადღობელაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩერგოლეიშვილი – საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში, ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე
ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს
ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი
ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ-რევოლუციაზე, ამ „დამტოვებლების“ აკრძალვას მალე თავად მათი ამომრჩეველი მოითხოვს
შალვა პაპუაშვილი: დღეს 4 ოქტომბერია. დღე, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
არქივი