თამთა მეგრელიშვილი: ჩანგის აეროპორტის მმართველი გუნდის მხრიდან ახალი, ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროექტით დაინტერესება არის მკაფიო გზავნილი იმისა, რომ ქართული სახელმწიფოსთვის ხელოვნურად ნაცადი შიდა თუ გარე რყევები ისევ ქართული სახელმწიფოს სასიკეთოდ მუშაობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 22 ივლისი 2026, 21:58

საქართველოს როგორც რეგიონში მშვიდობის კუნძულს, დიდი პოტენციალი აქვს, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი და აცხადებს, რომ ჩანგის აეროპორტის მმართველი გუნდის მხრიდან ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროექტით დაინტერესება არის მკაფიო გზავნილი იმისა, რომ ქართული სახელმწიფოსთვის ხელოვნურად ნაცადი შიდა თუ გარე რყევები ისევ ქართული სახელმწიფოს სასიკეთოდ მუშაობს.

„ინვესტიციების მიმართულებით ის მიმზიდველი ქვეყანაა რადგან თვალსაჩინოა ის ზრდა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის არაერთ სექტორში გააჩნია.

ჩანგის აეროპორტის მმართველი გუნდის მხრიდან ახალი, ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროექტით დაინტერესება არის მკაფიო გზავნილი იმისა, რომ ქართული სახელმწიფოსთვის ხელოვნურად ნაცადი შიდა თუ გარე რყევები ისევ ქართული სახელმწიფოს სასიკეთოდ მუშაობს და “ქართული ოცნების” მშვიდობიანი პოლიტიკის ფონზე აქ არსებულ სტაბილურობას კიდევ უფრო მარტივად აღსაქმელს ხდის.

სინგაპურში მდებარე ჩანგის აეროპორტი (Changi Airport) მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ სატრანსპორტო ჰაბად ითვლება.

მისი მმართველი კომპანია (Changi Airports International) კი ცნობილია უმაღლესი სტანდარტების, ინოვაციური ინფრასტრუქტურისა და მგზავრთა მომსახურების კუთხით.

ჩანგის აეროპორტის მმართველი გუნდის მზაობა მონაწილეობა მიიღოს პარტნიორი კომპანიის შესარჩევად გამოცხადებულ ტენდერში - ქართული სახელმწიფოსთვის არის სიტყვა დიახ, ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ სანდოობაზე.

ვაზიანის აეროპორტის ახალი პროექტი უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული შესაძლებლობაა და ასეთ პროექტში ამ დონის ინვესტორების ჩართვის მზაობა ღია განაცხადია ქვეყნის მიმართ მაღალ სანდოობასა და დროში მისი სწრაფი განვითარების რეალურ შესაძლებლობებზე“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: პროვოკატორ დავითაძეს, რომელმაც მოიგონა თითით გაუპატიურების ამბავი, იცავს ადეიშვილის პროკურატურის ერთ - ერთი სისხლიანი ჯალათი, ამჟამად ადვოკატობას ამოფარებული სალომე ჯანუაშვილი
თამარ ჩერგოლეიშვილი – საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში, ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე
ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს
ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი
ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ-რევოლუციაზე, ამ „დამტოვებლების“ აკრძალვას მალე თავად მათი ამომრჩეველი მოითხოვს
არქივი