ლიზა გეგეჭკორი ლაშა ბერულავას განცხადებაზე: ახია ჩვენზე, თავის დროზე რომ არ შევახსენეთ ყველას, ვინ ვინაა რეალურად - ბერულავა იყო „ნაცების“ რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ბინძური გამპრავებელი, მერაბიშვილის მიერ შექმნილი droni.ge და itv.ge-ს ერთ-ერთი მმართველი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 22 ივლისი 2026, 22:07

ჯერ ერთი რ2-ს, რომელიც სიმართლისა და ქვეყნის მხარეს დგას არაფერი სამარცხვინო არ აქვს და მეორე - ეს, ლაშა ბერულავა, იყო ნაცების რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ბინძური გამპრავებელი, - ასე ეხმიანება ტელეწამყვანი ლიზა გეგეჭკორი ლაშა ბერულავას პოსტს, სადაც ის წერს, რომ “რუსთავი 2”-ის ნაცვლად რცხვენია.

გეგეჭკორის განცხადებით, ბერულავას და მისი თანამოაზრეების “მორალური პედესტალიდან ჯღაბნა” იმის ბრალია, რომ საზოგადოებამ თავის დროზე არ შეახსენა ყველას, რეალურად ვინ ვინ არის.

„ამათი მორალური პედესტალიდან ჯღაბნა მართლა ყელშია უკვე და ახია ჩვენზე, თავის დროზე რომ არ შევახსენეთ ყველას ვინ ვინაა რეალურად ალბათ ამის ბრალია, რომ ცდილობენ კაიტიპები ითამაშონ - ჯერ ერთი რ2-ს რომელიც სიმართლისა და ქვეყნის მხარეს დგას არაფერი სამარცხვინო არ აქვს და მეორე - ეს, ლაშა ბერულავა, იყო ნაცების რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ბინძური გამპრავებელი, მერაბიშვილის მიერ შექმნილი droni.ge და itv.ge-ს ერთ-ერთი მმართველი, მისი ცოლი კი ნაცების ყველაზე ბინძური რუპორის, რეალტივის ჟურნალისტი! ნაპრავები აქვთ დაწყებული გირგვლიანის თუ ბუტას მკვლელობით აბსოლუტურად ყველა სისასტიკე, რაც ნაცებს ჩაუდენიათ! ამათ სულ ოდნავი თავმოყვარეობა რომ ჰქონდეთ, საერთოდ ხმას არ უნდა იღებდნენ, მაგრამ სად ნაცი, სად თავმოყვარეობა!” - წერს ლიზა გეგეჭკორი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩერგოლეიშვილი – საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში, ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე
ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს
ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი
ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ-რევოლუციაზე, ამ „დამტოვებლების“ აკრძალვას მალე თავად მათი ამომრჩეველი მოითხოვს
შალვა პაპუაშვილი: დღეს 4 ოქტომბერია. დღე, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
არქივი