სადღობელაშვილი სახალხო მოძრაობის შექმნაზე: საინტერესოა, ანგაჟირებული მანქურთები რომელ ნაწილს არ ეთანხმებიან? გაწუხებთ რომ საზოგადოებას საკუთარი ფესვების და ისტორიის შენარჩუნება სურს? მიგაჩნიათ, რომ ეროვნული ღირებულებების დაცვა „ჩამორჩენილობაა“, ხოლო ეროვნული ნიჰილიზმი - „პროგრესი“?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 28 ივლისი 2026, 16:12

ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, ახალი სამოქალაქო მოძრაობის შექმნას და მის წინააღმდეგ ოპოზიციური მედიის მხრიდან გავრცელებულ კრიტიკას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ როგორც კი ახალგაზრდები ეროვნული და საზოგადოებრივი ინტერესების გარშემო ერთიანდებიან, მათი ინიციატივის დისკრედიტაციის მცდელობა იწყება, რასაც თან ერთვის გიორგი ქართველიშვილის მეუღლის, ჟურნალისტ ჟანა აკოფაშვილის წინააღმდეგ ბულინგის კამპანიაც.

სადღობელაშვილის შეფასებით, როდესაც „ეროვნულობის დაცვის“ იდეა ვინმეს აფრთხობს, ეს ნიშნავს, რომ მათთვის მიუღებელია ძლიერი, თვითმყოფადი და დამოუკიდებელი საზოგადოების არსებობა.

„ისევ ისტერიკა! როგორც კი ქვეყანაში იქმნება სამოქალაქო ინიციატივა, რომელიც ეროვნულ და საზოგადოებრივ ინტერესებზეა ორიენტირებული, ოპოზიციური მედიის ნარატივი უცვლელია… აუცილებლად უნდა ახსენონ „მხედრიონი“ ან „კადიროვის პოლიცია“. წარსულში პირადად მე დამიფუძნებია მსგავსი ორგანიზაციები და ის სიბინძურის ნიაღვარი რაც ახლა ამ ჯანსაღ და პროგრესულ ახალგაზრდების მიმართ არსებობს ჩემს თავზე გამომიცდია! არ მოგბეზრდათ მეგობრებო?

- საინტერესოა ეს ანგაჟირებული მანქურთები რომელ ნაწილს არ ეთანხმებიან? ენის, კულტურის და იდენტობის დაცვა? გაწუხებთ რომ საზოგადოებას საკუთარი ფესვების, ისტორიისა და თვითშეგნების შენარჩუნება სურს? მიგაჩნიათ, რომ ეროვნული ღირებულებების დაცვა „ჩამორჩენილობაა“, ხოლო ეროვნული ნიჰილიზმი — „პროგრესი“?

- როდესაც „ეროვნულობის დაცვის“ იდეა ვინმეს აფრთხობს, ეს იმას ნიშნავს, რომ მათთვის მიუღებელია თავად ძლიერი, თვითმყოფადი და დამოუკიდებელი საზოგადოების არსებობა. როდიდანაა დასაძრახი ახალგაზრდების სწორი ღირებულებებით სოციალიზაცია და საზოგადოების კონსოლიდაცია?! ნაცვლად იმისა, რომ მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდა გულანთებულ მოქალაქეთა კონსტრუქციულ აქტივობას, კვლავ შიშების დათესვასა და იარლიყების მიწებებას ვხედავთ.

- დროა, სამოქალაქო ინიციატივებს დასავლური, დემოკრატიული თვალით შევხედოთ და არა პოლიტიკური ისტერიკით! აი მაგალითად დიდ ბრიტანეთში ათწლეულებია წარმატებით მოქმედებენ ისეთი სამოქალაქო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, როგორებიცაა Street Pastors ან Neighborhood Watch. ბრიტანეთში მსგავსი გაერთიანებები ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების, საზოგადოებრივი წესრიგის, მორალური მხარდაჭერისა და უსაფრთხოების გარანტად ითვლება.

- ეს არ არის სახელმწიფოს ჩანაცვლება ეს არის საზოგადოების პასუხისმგებლობა საკუთარი გარემოს წინაშე!

Ps. ამ ყველაფერს თან ახლავს უშუალო პერსონალური ბულინგი ჟანა აკოფაშვილის წინააღმდეგ… თავს „ლიბერალებად“ და „ქალთა უფლებების დამცველებად“ აცხადებენ და ამავდროულად ბულინგისა და ლაფის შესხმის კამპანიას აწყობენ ქალის წინააღმდეგ, მხოლოდ იმის გამო, რომ ის ქართველიშვილის მეუღლეა. აშკარად ჩანს მათი ნამდვილი სახე,“ - წერს სადღობელაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩერგოლეიშვილი – საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში, ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე
ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს
ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი
ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ-რევოლუციაზე, ამ „დამტოვებლების“ აკრძალვას მალე თავად მათი ამომრჩეველი მოითხოვს
შალვა პაპუაშვილი: დღეს 4 ოქტომბერია. დღე, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
არქივი