ზაალ ანჯაფარიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სანაია დააპატიმრეს არა იმდენად და არა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირთა საჯაროდ შეურაცხყოფის გამო, არამედ კანონისადმი სისტემური უგულვებელყოფისა და დაუმორჩილებლობის გამო - ის არ იხდიდა ჯარიმებს. მგონი, არც ერთ სამართლებრივ სახელმწიფოში ასეთი რამ არავის შერჩენია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 28 ივლისი 2026, 16:16

რადგანაც ჩვენი სახელმწიფო აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის იღწვის, იმ ურთიერთობების, რომლებიც საქართველოს გამო არ დაზიანებულა, აშშ-ის საელჩოს რეაქციას სანაიას ადმინისტრაციულ პატიმრობაზე, შეძლებისდაგვარად დელიკატურად ვუპასუხებ, - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, სანაია დააპატიმრეს არა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირთა საჯაროდ შეურაცხყოფის გამო, არამედ კანონისადმი სისტემური უგულვებელყოფისა და დაუმორჩილებლობის გამო, რაც, მისი თქმით, არც ერთ სამართლებრივ სახელმწიფოში არავის შერჩენია.

„რადგანაც ჩვენი სახელმწიფო აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის იღწვის, იმ ურთიერთობების, რომლებიც საქართველოს გამო არ დაზიანებულა, აშშ-ის საელჩოს რეაქციას სანაიას ადმინისტრაციულ პატიმრობაზე, შეძლებისდაგვარად დელიკატურად ვუპასუხებ.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას (თუნდაც ის სხვას შეურაცხყოფდეს), რომ პატივს სცემთ და ლამის რელიგიის რანგში გყავთ აყვანილი, ეს ვიცით. თუმცა, ვიცით ისიც, რომ თქვენს ქვეყანაში კანონმორჩილებაც ასევე ლამის რელიგიის რანგში გყავთ აყვანილი.

ამიტომაც, მინდა შეგახსენოთ, რომ სანაია დააპატიმრეს არა იმდენად და არა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირთა საჯაროდ შეურაცხყოფის გამო, არამედ კანონისადმი სისტემური უგულვებელყოფისა და დაუმორჩილებლობის გამო (ის არ იხდიდა ჯარიმებს). მგონი, არც ერთ სამართლებრივ სახელმწიფოში ასეთი რამ არავის შერჩენია.

P.S. აშშ-ში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პირი გადახდისუნარიანია, მაგრამ განზრახ თავს არიდებს ჯარიმებს ან არღვევს სასამართლოს ბრძანებებს (მაგალითად, არ გამოცხადდება სასამართლოში), ამან შეიძლება გამოიწვიოს უფრო მკაცრი ზომები, მათ შორის დაპატიმრება და, ზოგიერთ შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთა“, წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: პროვოკატორ დავითაძეს, რომელმაც მოიგონა თითით გაუპატიურების ამბავი, იცავს ადეიშვილის პროკურატურის ერთ - ერთი სისხლიანი ჯალათი, ამჟამად ადვოკატობას ამოფარებული სალომე ჯანუაშვილი
თამარ ჩერგოლეიშვილი – საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში, ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე
ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს
ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი
ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ-რევოლუციაზე, ამ „დამტოვებლების“ აკრძალვას მალე თავად მათი ამომრჩეველი მოითხოვს
არქივი