ირაკლი ქადაგიშვილი ახალი მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე: იმის გამო, რომ ერთ-ერთი დამფუძნებელი სპორტსმენია, მაშინვე ძალადობის იარლიყი მიაკრეს, ეს შეგნებული დეზინფორმაციაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 28 ივლისი 2026, 18:11

ის შეტევა, უხამსობა, ის მიზანმიმართული საქმიანობა, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის კულტურულ იდენტობასთან, ჩვენი ქვეყნის რელიგიურ იდენტობასთან, ადამიანებში იწვევს გარკვეულ პროტესტს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ახალი მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე.

მისივე თქმით, ამ კონტრპროტესტის გამოხატვის უფლება და ამ ღირებულებების დაცვის უფლება ყველა ადამიანს აქვს.

„აქცენტი კეთება, რომ გინდა თუ არა ეს იქნება მოძალადეთა ჯგუფიო. მე ვფიქრობ, რომ ესეც შეგნებული დეზინფორმაციაა იმის გამო, რომ ერთ-ერთი დამფუძნებელი სპორტსმენია, მაშინვე ძალადობის იარლიყი მიაკრეს. ყველა ღირებულებას დაცვა სჭირდება, ღირებულებითი კონტექსტით“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გიორგი ქართველიშვილი, თანამოაზრეებთან ერთად, ახალ მოძრაობას დღეს დაარეგისტრირებს. ორგანიზაციის დაფუძნებაზე განცხადება გუშინ გაკეთდა. გიორგი ქართველიშვილის თქმით, საინიციატივო ჯგუფი ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად აფუძნებს სახალხო მოძრაობას და უცხოეთიდან დაფინანსებული, გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი, გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებისა და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩერგოლეიშვილი – საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში, ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე
ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს
ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი
ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ-რევოლუციაზე, ამ „დამტოვებლების“ აკრძალვას მალე თავად მათი ამომრჩეველი მოითხოვს
შალვა პაპუაშვილი: დღეს 4 ოქტომბერია. დღე, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
არქივი