დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
63 30 ივლისი 2026, 22:44

ჯანგირაშვილო, გასაგებია, რომ შენ და შენნაირებს მხოლოდ ნეგატიური სურათის დანახვა გსურთ, რადგან ქვეყანა არ გიყვართ. თუმცა, რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილის მოსაზრებებს თითქოს ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ სურთ.

ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს ავიაბაზარი დღეს ისტორიულ მაქსიმუმზეა და ჩვენს ქვეყანაში 125 მიმართულებით 85 ავიაკომპანია ოპერირებს. ის განმარტავს, რომ ახალი ავიაკომპანიების ბაზარზე შემოსვლა ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით არსებულ მოცემულობას მკაფიოდ ასახავს.

„კლება უკავშირდება მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებზეც რეგიონული დაძაბულობა და ავიამიმოსვლის შეზღუდვები პირდაპირ აისახა, რაც უკვე არაერთხელ თქმულა. ეს არის ობიექტური ფაქტორი, რომელიც გლობალურ ტენდენციებსაც სრულად ეხმიანება. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში მოგზაურთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, 6 თვეში ჩინეთიდან საქართველოში 55 ათასამდე ვიზიტი შედგა, ხოლო მეორე კვარტალში შუა აზიის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობაც გაიზარდა.

ამასთანავე, საქართველოს ავიაბაზარი დღეს ისტორიულ მაქსიმუმზეა და ჩვენს ქვეყანაში 125 მიმართულებით 85 ავიაკომპანია ოპერირებს. ბოლო პერიოდში ჩვენს ბაზარზე უმსხვილესი ავიაკომპანიები შემოვიდნენ, მაგალითად Norwegian, რომელმაც კოპენჰაგენი - თბილისის მიმართულება დაამატა, და China Eastern Airlines, რომელიც შანხაი - თბილისის რეისებს ასრულებს.

იცით ეს რას ნიშნავს? მხოლოდ ის ფაქტი, რომ მსოფლიოში ცნობილი ახალ-ახალი ავიაკომპანიები საქართველოში შემოდიან, ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით არსებულ მოცემულობას მკაფიოდ ასახავს. ყველა კარგად ხვდება, რომ მსგავსი დონის კომპანიები, ქვეყანაში სადაც საერთაშორისო ვიზიტორებისა და სტუმრების რაოდენობის კლებაა მოსალოდნელი, საქმიანობას არ დაიწყებენ. ჩვენს ქვეყანაში ტურისტული სექტორის მიმართულებით არსებული მოცემულობა ერთ რამეზე მკაფიოდ მიუთითებს - საქართველოს, როგორც ტურისტული, ეკონომიკური და ბიზნეს მიმართულებისადმი საერთაშორისო ინტერესი იზრდება. სწორედ ეს არის რეალური სურათი და საწინააღმდეგოს მტკიცების ისტერიული მცდელობები ამას ვერ შეცვლის“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი