ცოტნე ანანიძე „თავისუფლების მოედნის“ განცხადებაზე: აჭარის უმაღლესი საბჭოს გაუქმებით, ავტონომიური სტატუსი გაუქმდება, (აფხაზეთზეც იმავეს ფიქრობენ სავარაუდოდ) - სხვა დროს პოლიტიკური ქულების ჩასაწერად სახიფათო და სახელმწიფოებრივ თემებს აღარ გაეკაროთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 31 ივლისი 2026, 15:59

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, სოციალურ ქსელში პარტია „თავისუფლების მოედნის“ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „აჭარის უმაღლესი საბჭო არის უფუნქციო ორგანო.“

ანანიძის განცხადებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს გაუქმებით ავტონომიური სტატუსიც გაუქმდება, შესაბამისად იგი მოუწოდებს „თავისუფლების მოედანს“, რომ პოლიტიკური ქულების ჩასაწერად „სახიფათო და სახელმწიფო თემებს აღარ გაეკარონ.“

„პარტია“ “თავისუფლების მოედანმა” როგორ ჩანს ორი რამ არ იცის:

1-უმაღლესი საბჭოს გაუქმებით, ავტონომიური სტატუსი გაუქმდება. (აფხაზეთზეც იმავეს ფიქრობენ სავარაუდოდ)

2- ძველი, მათ შორის 16 წლის ავტომობილის შენახვა უფრო ძვირი ჯდება
ამიტომ მარტივ რჩევას მივცემდი ამ პოლიტიკურ დილეტანტებს - სხვა დროს პოლიტიკური ქულების ჩასაწერად სახიფათო და სახელმწიფოებრივ თემებს აღარ გაეკარონ...“- წერს ანანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: პროვოკატორ დავითაძეს, რომელმაც მოიგონა თითით გაუპატიურების ამბავი, იცავს ადეიშვილის პროკურატურის ერთ - ერთი სისხლიანი ჯალათი, ამჟამად ადვოკატობას ამოფარებული სალომე ჯანუაშვილი
თამარ ჩერგოლეიშვილი – საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში, ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე
ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს
ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი
ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ-რევოლუციაზე, ამ „დამტოვებლების“ აკრძალვას მალე თავად მათი ამომრჩეველი მოითხოვს
არქივი