შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 04 აგვისტო 2026, 20:26

სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, სპორტულ კომენტატორ ტატო ბაციკაძის მიერ პრემიერ-მინისტრის წერილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და ბაციკაძეს წეროვანში ვიზიტს სთავაზობს, სადაც, იძულებით გადაადგილებული პირები ეტყვიან, თუ რა ხდებოდა რეალურად აგვისტოს ომის დროს.

კუჭაშვილი ინტერესდება, ბაციკაძე, მას შემდეგ, რაც წეროვანში მცხოვრები ხალხი დაუდასტურებს, თუ როგორ შეატოვა ოკუპანტებს ისინი სააკაშვილმა, როგორ მიატოვა იმდროინდელმა ხელისუფლებამ უპატრონოდ დაღუპულთა ცხედრები და როგორ ჩააბარა ასეულობით სოფელი დამატებით ოკუპანტებს, იმავე "გონორით" გაიმეორებს თუ არა საკუთარ განცხადებას.

„ამ ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს პრემიერი და რატომაა პრემიერი მართალი. მოურიდებლად ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს მარტოდ-მარტო ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ გაიგეს ომის დაწყება ტელევიზიით, როგორ შეიცვალა საზღვრები და სეპარატისტებს გაუფორმა ახალგორი, როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს. მაინტერესებს, ბაციკაძე იგივეს გაიმეორებს იქ, რასაც ახლა აქ გონორით წერს?" - წერს კუჭაშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩერგოლეიშვილი – საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში, ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე
ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს
ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი
ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ-რევოლუციაზე, ამ „დამტოვებლების“ აკრძალვას მალე თავად მათი ამომრჩეველი მოითხოვს
შალვა პაპუაშვილი: დღეს 4 ოქტომბერია. დღე, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
არქივი