მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
2 06 აგვისტო 2026, 06:56

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის ფიგურანტის, ნია იმნაძის დაკავებასთან დაკავშირებით ოპოზიციურ სპექტრში არსებულ კითხვებსა და უკმაყოფილებას, მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე ეხმიანება. კერძოდ, მან კომენტარი დაწერა ნანა ჟორჟოლიანის ფეისბუქ-პოსტზე და განაცხადა, რომ დღევანდელი "პოსტაობა" სირცხვილი და დანაშაულის ტოლფასი შეცდომაა.

"ღმერთმა არ ქნას, ჩვენს ქვეყანაში ნია იმნაძეებმა, გიორგი მალანიებმა, ალექსანდრე გაბაშვილებმა, გიორგი რიჟაძეებმა, დემეტრე ჩიქოვანებმა, ანი ნასყიდაშვილებმა და ანასტასია ბერუაშვილებმა იბატონონ.
ჩემთვის აღარც აწმყოა და მით უფრო, არც მომავალი, მაგრამ თქვენთვის დადგება დრო და თქვენი დღევანდელი პოსტაობა, საკუთარ თავთან შეგარცხვენთ. ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელია. ვადასტურებ წარსულში თქვენდამი დიდ პატივისცემას," - წერს ეკა კუპატაძე.

საპასუხოდ, ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ იმნაძე, დანაშაულის ჩადენიდან 10 თვის შემდეგ დააკავეს და ბევრი კითხვაა ამასთან დაკავშირებით.

"ვწუხვარ თქვენს შეფასებას.
არც მალანიაზე და განსაკუთრებით სხვა გვარებზე კითხვა არ ყოფილა.
ამ ეპიზოდზე თქვენვე ამბობდით რომ მტკიცებულებები არ იყო და ლეგიტიმური ეჭვი გქონდათ მათი გაქრობის.
ყველა იურისტმა იცის რომ დაკავებისთვის მნიშვნელოვანია ახალი გარემოება.
ამ ნაწილში რომ კითხვები დაისვა, რადგან დაკავება 10 თვის შემდეგ მოხდა, რა მტკიცებულებები გაჩნდა, ტელეფონი გაიხსნა, რა ეწერა, ბევრი კითხვაა კიდევ, ეს რომ პრობლემაა მხოლოდ მიკვირს," - წერს ჟორჟოლიანი, რომელსაც ეკა კუპატაძემ პასუხად დაუწერა: "ვერაფერიც ვერ გაიგეთ. მე თქვენ თქვენს შეცდომაზე გეუბნებით. თქვენი შეცდომა არის დანაშაულის ტოლფასი, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელია".

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცოტნე ანანიძე ევროპარლამენტარ დანიუს ჟალიმასის განცხადებაზე: ამგვარი განცხადებები არის „ნაყიდი ხელოვნური სუნთქვა ოპოზიციისთვის” და ლობისტური თვალთმაქცობა, თითქოს დარდობს საქართველოზე
გია აბაშიძე: პროვოკატორ დავითაძეს, რომელმაც მოიგონა თითით გაუპატიურების ამბავი, იცავს ადეიშვილის პროკურატურის ერთ - ერთი სისხლიანი ჯალათი, ამჟამად ადვოკატობას ამოფარებული სალომე ჯანუაშვილი
თამარ ჩერგოლეიშვილი – საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში, ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე
ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს
ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი
არქივი