გია აბაშიძე: როდემდე უნდა განაგრძოს ღარიბაშვილმა თვითდამაზიანებელი წერილობანა, რომლის ერთადერთი შედეგი მისთვისვე კრახია, აღვირახსნილი სიცრუისა და უუნარობის ფონზე? - მთავარი ირონია მაინც ისაა, როცა ამ მარგინალური „მინი-რომანის“ ავტორი ფულის გათეთრების აღმსარებელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 20 აგვისტო 2026, 22:02

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გავრცელებულ წერილებს სოციალურ ქსელში აფასებს და ,,თვითდამაზიანებელ წერილობანას“ უწოდებს.

აბაშიძის თქმით, ამ მარგინალური გზავნილების ავტორმა, ფულის გათეთრება აღიარა და ამის გამო აქვს მისჯილი. ის ინტერესდება, როდემდე აპირებს ღარიბაშვილი წერილების გამოქვეყნებას, რომლის ერთადერთი შედეგი მისივე კრახია.

,,მგზავრობისას შეძენილი მდარე, თხელყდიანი მინი-რომანი ისედაც არაფრის მომცემია, მაგრამ როცა ამ კლასიკური პასკვილის (მესამე წერილი) ავტორი, პატიმარი ირაკლი ღარიბაშვილია, ვიღებთ ფიქციას: ავტორის უოსტატო, პოლიტიკანურ „პროზას“.
მსჯავრდებულ ექს-პრემიერს პოლიტიკური წარსული ხმამაღალი აქვს, მაგრამ სატუსაღოდან გამოგზავნილი წერილების შინაარსი სრულიად უხეიროა და ჰაერშია გამოკიდებული.
თუმცა მთავარი ირონია მაინც ისაა, როცა ამ მარგინალური „მინი-რომანის“ ავტორი ფულის გათეთრების აღმსარებელია და სასჯელმისჯილი. ასეთი უსახური უსტარები თუ „მინი-რომანები“ გვანან ორ დამტვრეულ ფანჯარას ძველ ავტობუსში — შიგნით არაფერია, გარეთ კი მხოლოდ მტვერია.

როდემდე უნდა განაგრძოს ღარიბაშვილმა ამგვარი, თვითდამაზიანებელი წერილობანა, რომლის ერთადერთი შედეგი მისთვისვე კრახია, აღვირახსნილი სიცრუისა და უუნარობის ფონზე?" - წერს ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცოტნე ანანიძე ევროპარლამენტარ დანიუს ჟალიმასის განცხადებაზე: ამგვარი განცხადებები არის „ნაყიდი ხელოვნური სუნთქვა ოპოზიციისთვის” და ლობისტური თვალთმაქცობა, თითქოს დარდობს საქართველოზე
გია აბაშიძე: პროვოკატორ დავითაძეს, რომელმაც მოიგონა თითით გაუპატიურების ამბავი, იცავს ადეიშვილის პროკურატურის ერთ - ერთი სისხლიანი ჯალათი, ამჟამად ადვოკატობას ამოფარებული სალომე ჯანუაშვილი
თამარ ჩერგოლეიშვილი – საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში, ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე
ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს
ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი
არქივი