თამთა მეგრელიშვილი: ფონდმა „ქართუმ“ ე.წ. „შავ სიაში“ მყოფი მოქალაქეების პრობლემური სესხები სრულად შეისყიდა და გაანულა. გარკვეული მოქალაქეების მცდელობა საზოგადოებას დააჯერონ, რომ ძველი ვალების ამომღები კომპანიები კვლავ ითხოვენ იმ ძველი სესხების დაფარვას, მისი შინაარსის არასერიოზულობიდან გამომდინარე უხერხულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 25 აგვისტო 2026, 17:30

ბიძინა ივანიშვილის კუთვნილმა „ფონდმა ქართუმ“ ე.წ. „შავ სიაში“ მყოფი საქართველოს მოქალაქეების პრობლემური სესხები სრულად შეისყიდა და გაანულა. ეს იყო უპრეცედენტო მასშტაბის კერძო ფინანსური დახმარება, რომელმაც ასობით ათას მოქალაქეს მძიმე ეკონომიკური ტვირთი შეუმსუბუქა, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი და ფონდის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას ეხმიანება.

მისი თქმით, ის ადამიანები რომლებიც ამ საკითხის ირგვლივ ტყუილს ავრცელებენ, 615 164 მადლიერ მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს დასცინიან და დანარჩენ საზოგადოებას ურცხვად ატყუებენ.

„ამ ნაბიჯით „შავ სიაში“ მყოფი, ეკონომიკურად იზოლირებული ადამიანების რეაბილიტაცია და საფინანსო სისტემაში დაბრუნება მოხდა.

ბიძინა ივანიშვილის მხრიდან განხორციელებულ უპრეცედენტო, მასშტაბურ საქველმოქმედო აქტს, რომელმაც ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე დაიხსნა ეკონომიკური ბლოკადისგან მადლიერი ადამიანების დიდი შემადგენლობა ჰყავს.

ამ ფონზე გარკვეული მოქალაქეების (მათ შორის რადიკალების) მცდელობა საზოგადოებას დააჯერონ, რომ ძველი ვალების ამომღები კომპანიები კვლავ ითხოვენ იმ ძველი სესხების დაფარვას, მისი შინაარსის არასერიოზულობიდან გამომდინარე უხერხულია.

„სოციალური სოლიდარობის აქტის“ ფარგლებში „ფონდმა ქართუმ“ 4 მილიარდ 104 მილიონ 429 ათას 484 ლარის პრობლემური ვალდებულებები გამოისყიდა და 615 164 მოქალაქეს 1 387 296 სესხი აპატია.

პროგრამა შეეხო საქართველოში მოქმედ 55 ბანკსა და სხვა სამართლებრივი ფორმის ფინანსურ ინსტიტუტს.

ბიძინა ივანიშვილის ნებით განხორციელებულ ამ საქველმოქმედო ხასიათის ქმედებას მინიმუმ 615 164 მადლიერი მოქალაქე ჰყავს.

ის ადამიანები რომლებიც ამ საკითხის ირგვლივ ტყუილს ავრცელებთ 615 164 მადლიერ მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს დასცინით და დანარჩენ საზოგადოებას ურცხვად ატყუებთ“, - წერს მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩერგოლეიშვილი – საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში, ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე
ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს
ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი
ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ-რევოლუციაზე, ამ „დამტოვებლების“ აკრძალვას მალე თავად მათი ამომრჩეველი მოითხოვს
შალვა პაპუაშვილი: დღეს 4 ოქტომბერია. დღე, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
არქივი