ზაალ ანჯაფარიძე: რადიკალურ აქციებში მონაწილეთა შეწყალებაზე ატეხილი აჟიოტაჟი მოიხსნა, ოღონდ არა ისე, როგორც მის ავტორებს სურდათ, არამედ ისე როგორც სახელმწიფოს შეეფერება და სჭირდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 28 აგვისტო 2026, 16:05

შეწყალებულებმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს, რაც ჩადენილი დანაშაულის აღიარებას ნიშნავს. საპასუხო ჰუმანურმა ნაბიჯმაც არ დააყოვნა, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში და მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ძალადობრივი აქციების დროს დაკავებული პირების შეწყალების საკითხს ეხმიანება.

ანჯაფარიძე იმედოვნებს, რომ შეწყალებული პირები “გადახედავენ ბევრ რამეს და აღარ გახდებიან ტიკინა იმ პროვოკატორთა ხელში, რომლებმაც ისინი საციხოდ გაწირეს.”

„გვახსოვს რადიკალურ აქციებში მონაწილეთა შეწყალებაზე ატეხილი აჟიოტაჟი, ხომ. აი მოიხსნა ეს აჟიოტაჟი, ოღონდ არა ისე, როგორც მის ავტორებს სურდათ, არამედ ისე როგორც სახელმწიფოს შეეფერება და სჭირდება. შეწყალებულებმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს, რაც ჩადენილი დანაშაულის აღიარებას ნიშნავს. საპასუხო ჰუმანურმა ნაბიჯმაც არ დააყოვნა. ამბობენ, იმედი ბოლოს კვდებაო და მეც მინდა დავიტოვო მცირე იმედი, რომ შეწყალებულნი სერიოზულად გადახედავენ ბევრ რამეს (ეს არ გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლების ოპონირებას შეწყვეტენ), და აღარ გახდებიან ტიკინა იმ პროვოკატორთა ხელში, რომლებმაც ისინი საციხოდ გაწირეს. ვნახოთ.... !”, - წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: პროვოკატორ დავითაძეს, რომელმაც მოიგონა თითით გაუპატიურების ამბავი, იცავს ადეიშვილის პროკურატურის ერთ - ერთი სისხლიანი ჯალათი, ამჟამად ადვოკატობას ამოფარებული სალომე ჯანუაშვილი
თამარ ჩერგოლეიშვილი – საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში, ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე
ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს
ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი
ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ-რევოლუციაზე, ამ „დამტოვებლების“ აკრძალვას მალე თავად მათი ამომრჩეველი მოითხოვს
არქივი