ნიკა ობოლაძე: ჩერგოლეიშვილი 20 წლის ახალგაზრდებს მოუწოდებს, პრეზიდენტი და ამ ქვეყნის შაჰი სალომე ზურაბიშვილია, ყაველაშვილს ნუ აღიარებთო. ოღონდ, თვითონ საარჩევნო კამპანია აქვს, ყაველაშვილის დანიშნული არჩევნებში რომ მიიღოს მონაწილეობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 28 აგვისტო 2026, 17:58

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა ობოლაძე „ფედერალისტებს“ აკრიტიკებს და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ უტიფრობაში, არათანმიმდევრულობაში და ტყუილში ჩემპიონები არიან.

„ჩერგომ, 2024 წლის არჩევნები მოვიგეთო, ისე რომ თვითონ არჩევნებში მონაწილეობაც არ მიუღია. ანუ არჩევნები მოიგო: მიშამ, ხაზარაძემ, გვარამიამ და გახარიამ. ეს არის 9-იანი, ეს არის ბიძინას დამარცხების ფორმულაო.

მერე, 2024 წლის არჩევნები ვინც მოიგო, ოთხივე გამარჯვებული ოპოზიციური პოლიტიკური პარტია - რუსად, არადემოკრატად, ოლიგარქიულად, სიტყვის თავისუფლების მტერად და ბიძინას დეკორაციად შერაცხა. ჩასარეცხია ეს ოპოზიციაო (ვინაა ჩასარეცხი, მოგებული ოპოზიცია?) მანამდე კამპანია ქონდა - ჯარიმებით გავჭედოთ სისტემაო.

ახლა 20 წლის ახალგაზრდებს მოუწოდებს, პრეზიდენტი და ამ ქვეყნის შაჰი სალომე ზურაბიშვილია, ყაველაშვილს ნუ აღიარებთო.

ოღონდ თვითონ საარჩევნო კამპანია აქვს, ყაველაშვილის დანიშნულ არჩევნებში რომ მიიღოს მონაწილეობა.

კიდევ ერთხელ: უტიფრობაში, არათანმიმდევრულობაში და ტყუილში, ჩემპიონები არიან ფედერალისტები“, - წერს ობოლაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩერგოლეიშვილი – საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში, ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე
ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს
ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი
ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ-რევოლუციაზე, ამ „დამტოვებლების“ აკრძალვას მალე თავად მათი ამომრჩეველი მოითხოვს
შალვა პაპუაშვილი: დღეს 4 ოქტომბერია. დღე, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
არქივი