თამთა მეგრელიშვილი: საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირის შეწყალება, სამართლებრივი თვალსაზრისით ერთგვარი აღდგენითი სამართლებრივი აქტია - პრეზიდენტის მიერ პირის შეწყალების უფლების გამოყენება არის მაგალითი იმისა, რომ კანონი არ სჯის, კანონი იცავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 28 აგვისტო 2026, 19:00

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ, საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირის შეწყალება, სამართლებრივი თვალსაზრისით ერთგვარი აღდგენითი სამართლებრივი აქტია- წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ პირის შეწყალება არის შემთხვევა როცა სამართლებრივ სიმკაცრეზე მაღლა ადამიანური ფაქტორი დგება და მიზანი- ადამიანი საზოგადოებაში დროულად და ღირსეულად დაბრუნდეს გამართლებულია.

„საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ, საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირის შეწყალება, სამართლებრივი თვალსაზრისით ერთგვარი აღდგენითი სამართლებრივი აქტია, რომლის გამოყენების წინაპირობასაც დანაშაულის ჩამდენი პირის მიერ ჩადენილი ქმედების გააზრება, გამოვლენილი სინანული და შეწყალების თხოვნით პრეზიდენტისადმი მიმართვა ქმნის. პრეზიდენტის მიერ პირის შეწყალების უფლების გამოყენება არის მაგალითი იმისა, რომ კანონი არ სჯის, კანონი იცავს. პირის შეწყალება არის ჰუმანურობის გამოვლინება რომლის მთავარი მიზანი კანონის დაცვასთან ერთად დანაშაულის ჩამდენი პირის გარდაქმნა და მისი რესოციალიზაციაა. პრეზიდენტის მიერ პირის შეწყალება არის შემთხვევა როცა სამართლებრივ სიმკაცრეზე მაღლა ადამიანური ფაქტორი დგება და მიზანი- ადამიანი საზოგადოებაში დროულად და ღირსეულად დაბრუნდეს გამართლებულია. შეწყალების ინსტიტუტი ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში სწორი სმართლებრივი ნაბიჯია თუ მის წინაპირობას დანაშაულის ჩამდენი პირის განწყობა ქმნის. ვფიქრობ შეწყალებული პირებისგან მაგალითი უნდა აიღონ იმ ადამიანებმაც რომლებიც ქუჩის პროცესების დროს სახელმწიფოს წინააღმდრგ იარაღად იყვნენ გამოყენებულნი და პატრიოტიზმის სახელით ჩადენილი ამგვარი უკანონობა აღარ უნდა ჩაიდინონ და დაუშვან.”- წერს მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩერგოლეიშვილი – საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში, ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე
ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს
ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი
ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ-რევოლუციაზე, ამ „დამტოვებლების“ აკრძალვას მალე თავად მათი ამომრჩეველი მოითხოვს
შალვა პაპუაშვილი: დღეს 4 ოქტომბერია. დღე, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
არქივი