ჯაბა ხუბუა: როცა ნანუკა ჟორჟოლიანი აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსულ დაურ ბუავაზე წერს, ,,საქართველოში გადმოვიდა"-ო, ეს ჟორჟოლიანის მხოლოდ კოგნიტურ დისფუნქციურობაზე კი არ მეტყველებს, არამედ იმაზეც, რომ მის წარმოდგენაში აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, საიდანაც შეიძლება, ვიღაც ,,საქართველოში გადმოვიდეს”
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 29 აგვისტო 2026, 18:24

„ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური, მორალური და ინტელექტუალური სიღატაკის ბარომეტრი - ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა 2021 წელს ,,საქართველოში საცხოვრებლად გადმოვიდა". სინამდვილეში, აწ გარდაცვლილი დაურ ბუავა საქართველოში ,,არ გადმოსულა", რადგან იგი ყოველთვის საქართველოში - ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტყვარჩელში ცხოვრობდა და თბილისშიც იქიდან გადმოსახლდა.”- წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.

მისი თქმით, ნანუკა ჟორჟოლიანისა და მისი დედაპარტიისათვის აფხაზეთი საქართველო არ არის, რის თქმასაც მთლად პირდაპირ ვერ ბედავენ, მაგრამ ქვეცნობიერიდან ამოსული წამოცდენების დონეზე ხშირად დეკლარირებენ.

„ამდენად, როცა ნანუკა ჟორჟოლიანი აფხაზეთიდან, კერძოდ, ოჩამჩირის რაიონიდან თბილისში ჩამოსულ დაურ ბუავაზე წერს, ,,საქართველოში გადმოვიდა"-ო, ეს ჟორჟოლიანის მხოლოდ კოგნიტურ დისფუნქციურობაზე კი არ მეტყველებს, არამედ იმაზეც, რომ მის წარმოდგენაში აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, საიდანაც შეიძლება, ვიღაც ,,საქართველოში გადმოვიდეს." ჟორჟოლიანისეული ეს ,,საქართველოში გადმოვიდა" პირდაპირი გამოძახილი და გაგრძელებაა ნიკა გვარამიას მიერ შემოგდებული ნარატივისა, რომ საქართველომ აფხაზეთი, როგორც ,,ტრავმული მეხსიერება" ისევე უნდა მოიშოროს, როგორც ფაშინიანმა - ყარაბახი. ნანუკა ჟორჟოლიანისა და მისი დედაპარტიისათვის აფხაზეთი საქართველო არ არის, რის თქმასაც მთლად პირდაპირ ვერ ბედავენ, მაგრამ ქვეცნობიერიდან ამოსული წამოცდენების დონეზე ხშირად დეკლარირებენ. ამიტომ დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმა ტყვარჩელიდან ჩამოსულ აფხაზ ბლოგერზე, აწ გარდაცვლილ დაურ ბუავაზე - ,,საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა" -ო.- წერს ხუბუა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩერგოლეიშვილი – საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში, ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე
ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს
ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი
ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ-რევოლუციაზე, ამ „დამტოვებლების“ აკრძალვას მალე თავად მათი ამომრჩეველი მოითხოვს
შალვა პაპუაშვილი: დღეს 4 ოქტომბერია. დღე, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
არქივი